reportiori.ge - ირაკლი ფირცხალავა: გელა მებონია შესამოწმებელია ფსიქიკურ ექსპერტიზაზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:01
სამართალი
ირაკლი ფირცხალავა: გელა მებონია შესამოწმებელია ფსიქიკურ ექსპერტიზაზე!
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 16:14

„ეს ადამიანი შესმოწმებელია ფსიქიურ ექსპერტიზაზე, ნორმალურია თუ არა საერთოდ, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს და პასუხს ვაგებინებ აუცილებლად სასამართლოს წინაშე!“ – აცხადებს  „რეპორტიორთან“ საუბარში ირაკლი ფირცხალავა. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გელა მებონიას სიცრუეში ადანაშაულებს და გამორიცხავს, რომ  მას საამართლოს წინაშე  დამადასტურებელი ფაქტები  შეიძლება ჰქონდეს. მან განაცხადა, რომ ვაზაგაშვილის საქმეზე, შემთხვევის ადგილზე შუადღეს მივიდა, თუმცა შემთხვევა დილით მოხდა.  ვაზაგაშვილის მანქანიდან გასროლა არ ყოფილა. კიდევ ერთი სიცრუეა ის, რომ უკანა სავარძელზე ნახა იარაღი, ეს ასე არ იყო, რადგან იარაღი ფუტურიძეს ეჭირა ხელში", აღნიშნავს ირაკლი ფირცხალავა „რეპორტიორთან“ საუბარში. ყოფილი მაღალჩინოსანი  ბრალდებებს მატერიალურ ინტერესებს უკავშირებს და კატეგორიულად გამორიცხავს მებონიას შემთხვევის ადგილზე ყოფნას, რადგან, მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრსაც არ ჰქონდა შესვლის უფლებაან ფულით მოისყიდეს, ან თანამდებობას შეჰპირდნენ და ამის გამო   „სისულელეებს ლაპარაკობს“. –  აცხადებს ფირცხალავა „რეპორტიორთან“. შეგახსენებთ,  გელა მებონია ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში  ჩვენების მიცემას აპირებს . მისი თქმით,  ვაზაგაშვილისა და მისი თანმხლებების ავტომობილში იარაღის ჩადებას პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ცდილობდა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016