reportiori.ge - 24 მარტს ჟიულ ვერნი გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:42
კულტურა
24 მარტს ჟიულ ვერნი გარდაიცვალა
ავტორი:
24 მარტი, 2014. 12:21


1905 წლის 24 მარტს, ფრანგი მწერალი ჟიულ ვერნი გარდაიცვალა.


ჟიულ გაბრიელ ვერნი 1828 წლის 8 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნანტში დაიბადა.


კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი და მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ადვოკატის, პიერ ვერნის ოჯახში დაიბადა. დედა - სოფი ალოტ დე ლა ფიუ გახლდათ.


ჟიულ ვერნი პირველი ვაჟიშვილი იყო ხუთიდან. მის შემდეგ დაიბადნენ: ძმა პოლი და დები: ანა მატილდა და მარი.


ვერნი მეუღლე ონორინა დე ვიანი გახლდათ. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი.


1856 წლის 20 მაისს ჟიულ ვერნი ამიენში თავისი მეგობრის ქორწილში ჩამოვიდა, სადაც პირველად იხილა მომავალი მეუღლე. რვა თვის შემდეგ, 1857 წლის 10 იანვარს ისინი დაქორწინდნენ და მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდნენ პარიზში, სადაც ვერნი უკვე რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ოთხ წელიწადში, 1861 წლის 3 აგვისტოს ჟიულ ვერნ ორონინასგან შეეძინა მიშელი, მათი ერთადერთი შვილი. შვილის დაბადებისას ჟიულ ვერნი არ იმყოფებოდა პარიზში, იმ დროს იგი სკანდინავიაში მოგზაურობდა.


ვერნის ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პიესების წერით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. 50-იანი წლების დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, "შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან". მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს, სახელი მოუხვეჭა 1862 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა "ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე", ამის შემდეგ ჟიულ ვერნ შექმნა "არაჩვეულებრივი მოგზაურობის" 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა.


მწერალს მსოფლიო აღიარება მოუპოვეს რომანებმა: "მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ" მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე", „კაპიტან გრანტის შვილები", „მთვარის გარშემო", „80 000 კილომეტრი წყალქვეშ", „საიდუმლო კუნძული", „წლის კაპიტანი" და სხვა.



(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016