reportiori.ge - "სამართლიანი არჩევნები" ივანიშვილის მიერ ამომრჩევლისთვის საჩუქრის გადაცემის გამო პროკურატურას მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:16
სამართალი
"სამართლიანი არჩევნები" ივანიშვილის მიერ ამომრჩევლისთვის საჩუქრის გადაცემის გამო პროკურატურას მიმართავს
ავტორი:
12 აგვისტო, 2013. 12:53

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ამომრჩევლისათვის საჩუქრის გადაცემის ფაქტი შესაძლოა  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რაც  საჩუქრის ღირებულებაზეა დამოკიდებული. როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თუ პრემიერ მინისტრის მიერ გადაცემული საჩუქარი არ აღემატება 100 ლარს, მაშინ შესაძლოა სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. კერძოდ:

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 252 მუხლის თანახმად, "პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა". ამავე კანონის 342 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი სანქციის თანახმად, საარჩევნო მიზნით ფიზიკური პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უკანონო საჩუქრის, შემოსავლის, მომსახურების მიღება, თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობითთუ პრემიერ მინისტრის მიერ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, მისი ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებსკერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის თანახმად, "საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამომრჩევლისათვის ქონების გადაცემა ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით". ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის სამართალდარღვევა უნდა დაადასტუროს სასამართლომ. მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების"  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მიმდინარე წლის 11 აგვისტოს აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინიტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "შუამთობა-2013" დღესასწაულის აღნიშვნის დროს ახლად დაქორწინებულ გუნდალაძეების ოჯახს საჩუქრად ბრილიანტის ბეჭედი გადასცა. საჩუქრის გადაცემის ფაქტი "აჭარის ტელევიზიის" საინფორმაციო გადაცემაში გაშუქდა

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016