ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა.
დამწყებმა პოეტებმა თორნიკე ნაროზაულმა, ირაკლი დეისაძემ და ნიკოლოზ ხახუტაშვილმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს. პოეტები ამბობენ, რომ საღამოს მიზანი ქართული სულის პროპაგანდაა.
ახალგაზრდა პოეტების თქმით, მათი ლექსები პატრიოტული, ზნეობრივი და რელიგიური ხასიათისაა. მათივე თქმით, შემოქმედება ერთგვარად გამოხატავს პროტესტს იმ უზნეობის პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ახალგაზრდობის გარყვნას ისახავს მიზნად.
საღამოს დასასრულს, დამწყებმა პოეტებმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხეს. სტუდენტებმა კი მსგავსი ტიპის საღამოების ხშირად გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
P.S. ჩვენი მკითხველისთვის აქვე დავძენთ, რომ პოეტი ირაკლი დეისაძე ის ერეკლე დეისაძე არაა, რომელიც „საიდუმლო სირობის“ ავტორია.