reportiori.ge - თბილისის ზღვაზე გრანდიოზული გასართობი ცენტრი გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:47
საზოგადოება
თბილისის ზღვაზე გრანდიოზული გასართობი ცენტრი გაიხსნება
ავტორი:
12 აგვისტო, 2013. 13:18

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გრანდიოზული გასართობი ცენტრი გაიხსნება. მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.

შპს "ჯინო პარკმა" და მისმა ევროპელმა ინვესტორებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აკვა-პარკის მშენებლობა გასული წლის ივლისში დაიწყეს. პროექტის პირველი ეტაპი უკვე სრულდება. მოეწყო გარე ტოპოგანები, "კამიკაძე", საბავშვო და მოზრდილთა აუზები, სარელაქსაციო და ტალღოვანი აუზი, 25 მეტრიანი ოლიმპიური სტანდარტის შესაბამისი საცურაო აუზი; ბავშვთა წყლის პარკი, ფრენბურთისა და მინი-ფეხბურთის ქვიშის მოედნები, ღია და დახურული კაფე, ველნესი და სპა ცენტრი, მარილებისა და მენთოლის, რომაული და ფინური საუნები, ჯაკუზები, მშრალი და სველი სამასაჟეები. ასევე მოეწყო საზაფხულო სანაპირო ზღვის ხედით.

დასასვენებელი ცენტრი შიდა კამერებითა და დაცვის სისტემებით, ინდივიდუალური სეიფებითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება უზრუნველყოფილი. პარკში იმოქმედებს ჩიპების სისტემა და დამსვენებელს არ დასჭირდება ფულის ან კარტის თან ტარება.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პარკი წლის განმავლობაში 800 000-მდე ადამიანს მოემსახურება. შეიქმნება ასობით სამუშაო ადგილი. მომსახურე პერსონალი გადამზადების სპეციალურ კურსს  ევროპის აკვაპარკებში გაივლის.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016