სამხედრო სპორტულ კლუბში, რომელსაც Berkut (ოქროსფერი არწივი) ჰქვია, ჟუკოვსკში მდებარეობს. კლუბის შესახებ ინფორმაციას „Daily Mail" სათაურით „პუტინის ჯარისკაცები - მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან" აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, 5 წლის ბავშვები მარშირებენ, გადიან საბრძოლო წვრთვნებს, სწავლობენ ხელჩართულ ბრძოლას. 12 წლის ასაკში უკვე კალაშნიკოვს ეუფლებიან. კლუბის რეგულარულ ბანაკებში ზოგიერთ ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა, რომ პარაშუტითაც გადმოხტეს. კლუბის მიზანია, ბავშვები შეაჩვიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, კარგ ფიზიკურ განვითარებას და ასწავლონ სამშობლოს ერთგულება. ამასთან, კლუბში ყველა ბავშვი გადის ზამთარში ქვეითად მოგზაურობისა და გადარჩენის პროგრამას.
როგორც კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროგრამა რუს დედებს მოუწოდებს, რომ ბავშვობიდან დააკავონ შვილები სპორტით და ნუ დაელოდებიან იმ დროს, როცა ზრდასრულ ასაკში ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს დაეჩვევიან. ყოველ წელს კლუბი საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავს, სადაც საჯარო პერფორმანსზე ბავშვები მშობლებს მთელი წლის პროგრამას უჩვენებენ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)