მწერალთა სახლში პოეტ თემურ ცერცვაძის ახალი კრებულის, „გვირგვინოსანის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პოეტის რიგით მეხუთე კრებულში საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ლექსებია გაერთიანებული. წიგნი საქველმოქმედო ორგანიზაციის „გზა მომავლისაკენ“ ხელშეწყობით გამოიცა. გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
თემურ ცერცვაძისა და ორგანიზაციის ძალისხმევით გამართულ საქველმოქმედო პოეზიის საღამოს არტ-სახელოსნო „კოლიბრის“ წევრები, მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ცნობილი პოეტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სტუმრებმა ლექსები წაიკითხეს და მწერლობის შესახებ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
კრებულის გაყიდვიდან შემოსული თანხით გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარებიან.