reportiori.ge - საინტერესო ფაქტები თვალების შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:17
სხვადასხვა
საინტერესო ფაქტები თვალების შესახებ
ავტორი:
27 მარტი, 2014. 00:38



ჩვენ მივეჩვიეთ თვალების დაუნდობლად დატვირთვას, როცა დაუსრულებლად ვუზივართ კომპიუტერის მონიტორებს. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, თუ სინამდვილეში რაოდენ უნიკალურია ეს ორგანო, რომელიც მეცნიერებას ჯერ ბოლომდე შესწავლილიც არ აქვს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს თვალების შესახებ.

 

ყავისფერი თვალები სინამდვილეში ცისფერია, ყავისფერი პიგმენტის ქვეშ. არსებობს ასევე ლაზერული პროცედურა, რომელიც ყავისფერ თვალებს საერთოდაც სამუდამოდ აცისფრებს.

 

თვალის გუგები 45%-ით ფართოვდება, როცა საყვარელ ადამიანს ვუყურებთ.

 

თვალის რქოვანა იმდენად ჰგავს ზვიგენისას, რომ ამ უკანასკნელს თვალებზე ოპერაციის დროს იყენებენ შემცვლელად.

 

გახელილი თვალებით ვერ დააცემინებთ.

 

ყოველი მე-12 მამაკაცი დალტონიკია.

 

ადამიანის თვალს შეუძლია სპექტრის მხოლოდ სამი უბნის აღქმა: წითელის, ლურჯისა და ყვითლის. დანარჩენი ფერები ამ სამი ფერის შეთანხმებაა.

 

ჩვენი სხეულის ყველა კუნთიდან, თვალების მაკონტროლებელი კუნთები ყველაზე აქტიურია.

 

ჩვენი თვალები იმავე ზომისა რჩება, როგორც დაბადებისას იყო, ცხვირი და ყურები კი გამუდმებით იზრდება.

 

საშუალოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით 24 მლნ სხვადასხვა გამოსახულებას ვხედავთ.

 

ადამიანები ამბობენ ხოლმეთვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ", რადგან ეს ყველაზე სწრაფი კუნთია სხეულში. დახამხამება გრძელდება 100-150 მილიწამი

და წამში 5-ჯერ შეგვიძლია დახამხამება.

 

თვალები ტვინს უზარმაზარ ინფორმაციას აწვდის ყოველ საათში.

 

ჩვენი თვალები წამში დაახლოებით 50 საგანზე არიან ფოკუსირებული.

 

თვალი ტვინს სხეულის სხვა ნაწილებზე მეტად ტვირთავს მუშაობით.

 

მაიას ტომის წარმომადგენლები სიელმეს სილამაზედ მიიჩნევდნენ და ცდილობდნენ ისე გაეკეთებინათ, რომ ბავშვები დაელმებულიყვნენ.

 

დაახლოებით 10 ათასი წლის წინ ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდა, სანამ შავი ზღვის მიდამოებში მცხოვრებ ადამიანებს არ გაუჩნდათ გენეტიკური მუტაცია, რამაც ცისფერი თვალები წარმოშვა.

 

ჩვენვხედავთ" ტვინით და არა თვალებით. სწორედ ტვინი აანალიზებს დაგვიხსნის" თვალით აღქმულ მოვლენებს.

წყარო: etanews.ge



(მოამზადა თეო ტაბატაძემ)

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016