„ქოლდფლეის" სოლისტრი კრის მარტინი და მსახიობი გვინეტ პელტროუ ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია გვინეტ პელტროუმ საკუთარ ინტერნეტ გვერდზე გაავრცელა. წყვილს ორი შვილი, 9 წლის გოგონა ეფლი და 7 წლის ვაჟი მოსე ჰყავს.
„ჩვენ დიდი გულისტკივილით დაშორება გადავწყვიტეთ. ბოლო წლის განმავლობაში ურთიერთობის დალაგებას ვცდილობდით, თუმცა, იმ დასკვნამდე მივედით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენთვის უმჯობესი იქნება სხვადასხვა გზით წავიდეთ. ამასთან, ჩვენ ყოველთვის ერთ ოჯახად დავრჩებით და რაღაც კუთხით, ამან უფრო დაგვაახლოვა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ორი არაჩვეულებრივი ბავშვის მშობლები ვართ, რაც ყველაზე მთავარია. გთხოვთ, ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდეთ და ჩვენთვის მძიმე წუთებში პირად ცხოვრებაში არ ჩაერიოთ. ყოველთვის ვცდილობდით პირადი ცხოვრება საჯაროდ არ გამოგვეტანა და იმედი გვაქვს, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება", - ნათქვამია პელტროუს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)