reportiori.ge - ობამას განცხადება საქართველოს ინტერესებს იცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:37
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ობამას განცხადება საქართველოს ინტერესებს იცავს
ავტორი:
27 მარტი, 2014. 18:15


26 მარტს, ბრიუსელში ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ "არც უკრაინა და და არც საქართველო ნატო- წევრობის გზაზე არ არიან და ნატო- გაფართოება უახლოეს გეგმებში არ არის". ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილში აპოკალიპსური მოთქმა მოყვა - "ამერიკამ მიგვატოვა!" "მშიშარა ობამამ საქართველო პუტინს აჩუქა", ან უფრო ორიგინალური - "ნატოში იმიტომ არ გვიღებენ, რომ სააკაშვილი საქართველოს პროკურატურამ დაიბარა" და ა.შ. ბევრი თვლის, რომ ამგვარი რეაქციები განაპირობა "არარეალისტურმა მოლოდინებმა", რომლებსაც ხელისუფლება ამკვიდრებდა.


მოდით, გავერკვეთ თანმიმდევრულად: ნატოში გასაწევრიანებლად, წევრობის კანდიდატმა უნდა მიიღოს ნატოს ყველა წევრის თანხმობა, მაგრამ მანამდე უნდა დაფიქსირდეს როგორც კანდიდატი და გაიაროს MAP-ის მოსამზადებელი ეტაპი. საქართველო ჯერ MAP-ის ეტაპზე არაა, და გავლილიც რომ ქონდეს, მას სჭირდება ყველა წევრის ხმა. იმ წევრ სახელმწიფოებს აქვთ საკუთარი ინტერესები, რომელთა გათვალისწინებითაც ისინი მიიღებენ ან არ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამ ინტერესებში იგულისხმება სავაჭრო-ეკონომიკური პერსპექტივებიც და სულ არ იქნება გასაკვირი თუ მაგალითად საფრანგეთი უარს იტყვის საქართველოსთვის ხმის მიცემაზე, რადგან არ მოუნდება ურთიერთობების გაფუჭება რუსეთთან, მითუმეტეს, რომ მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს ყირიმის მოვლენებს და სულ არ არის გამორიცხული, რუსეთმა, რომელიც NATO-ს საფრთხედ აღიქვამს ფორსირებული მოქმედებები დაიწყოს საქართველოს მიმართულებით. ძნელია ნატოს წევრ სახელმწიფოებში მცხოვრებ უბრალო ადამიანებს აუხსნა საქართველოს ნატოში შესვლის აუცილებლობა, თუ მას ეცოდინება, რომ ამ აუცილებლობას შეიძლება მოჰყვეს ნატო-რუსეთის ომი, რომელიც დიდი ალბათობით მესამე მსოფლიო ომში შეიძლება გადაიზარდოს.


აშშ-ს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გასაგებად მიანიშნა თუ რატომ გამორიცხა ამ ეტაპზე საქართველოს და უკრაინის შესვლა ნატოში - რათა არ გამოეწვია კრემლის გაღიზიანება და შემდგომი სახიფათო ფორსირებული მოქმედებები ამ ქვეყნების მიმართ. ფაქტიურად ობამას განცხადება იცავს საქართველოს რუსული აგრესიისგან.


რუსეთსთვის ობამას ამგვარი განცხადება სავარაუდოდ საკამარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მიეცეს საშუალება ა.წ. ივნისში მშვიდად გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. ამ რთულ ვითარებაში, საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან უკვე სერიოზულად წინგადადგმული ნაბიჯია.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს გაეკეთებინა დიამეტრალურად საპირისპირო განცხადება - ეთქვა, რომ საქართველო შედის ნატოში! რა მოყვებოდა ამ განცხადებას? პირველ რიგში რეაქცია იქნებოდა არა კრემლიდან, არამედ მაგალითად ოფიციალური რომიდან ან ბერლინიდან, რომლებიც იტყოდნენ, რომ ობამამ იჩქარა და მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა, რაც მსოფლიოს გაუგზავნიდა უარეს მესიჯს - ნატოში განხეთქილებაა, ამას კი შეუძლია ბევრად არიოს ისედაც არასტაბილური ვითარება. და ეს მოვლენების ყველაზე იოლი განვითარების სცენარი იქნებოდა.


გაჩნდება კითხვა - აბა რატომ ველოდით ნატოში შესვლას ამდენი წელი? პასუხი მარტივია. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება წლების განმავლობაში ნერგავდა აზრს რომ "წელს თუ არა გაისად" საქართველო შევიდოდა NATO-ში და NATO დაგვეხმარებოდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში ანუ იომებდა რუსეთთან. რუსეთთან ხისტი პოლიტიკის ძირითადი გამტარებელი მსოფლიოში აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის ე.წ. ნეოკონსერვატორთა ჯგუფია, რომელთანაც მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას". სააკაშვილისადმი სიმპათიებს გამოხატავდა აშშ-ს რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, მოგვიანებით კი ნაციონალური მოძრაობა" ღიად უჭერდა მხარს პრეზიდენტობის კანდიდატსა და ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთ "ქორს" - ჯონ მაკკეინს. მაკკეინის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რთული გასათვლელია თუ რა რეაქცია ექნებოდა აშშ-ს რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიაზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იქნებოდა ბევრად აგრესიული რეაქცია, რომელსაც შესაბამისი აგრესია მოჰყვებოდა კრემლისგან.


რასაკვირველია, ემოციურობისა და ეპიკურ-ჰეროიკული ეფექტებისადმი მიდრეკილი ქართველებისთვის ბევრად უპრიანია იმის განცდა, რომ არსებობს ძლიერი ორგანიზაცია, რომლის წევრობაც ერთდროულად მოგვიგვარებს ტერიტორიულ პრობლემებსაც და უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, მაგრამ როგორც წესი, ასეთი უებარი საშუალებები, მითუმეტეს თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს. რასაკვირველია, ნატოს წევრობა უზრუნველყოფს საქართველოს დაცვას აგრესიისგან, მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ალიანსმა მოახერხოს ან საერთოდ სურდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ამგვარი ილიუზიების ჩამოყალიბებაში უმთავრესი წვლილი და პასუხისმგებლობა მიუძღვის ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა ვისი ბრალიც არ უნდა იყოს არარეალური იმედების ჩამოყალიბება, საჭიროა მათგან გათავისუფლება, რათა ქართულმა საზოგადოებამ რეალისტურად შეაფასოს ვითარება და რეალურად იცოდეს თუ რა ტაქტიკაა არის უკეთესი ქვეყნის ინტერესების, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.


NATO კი საქართველოს ინტერესებისთვის მხოლოდ საშუალებად უნდა აღვიქვათ და არა მიზნად.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016