reportiori.ge - დღევანდელ დღეს პეტრე გრუზინსკი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:37
კულტურა
დღევანდელ დღეს პეტრე გრუზინსკი დაიბადა
ავტორი:
28 მარტი, 2014. 12:44


ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალი პეტრე გრუზინსკი დაიბადა 1920 წლის 28 მარტს. ლიტერატურული მოღვაწეობა 1933 წელს დაიწყო, რომელიც  თამარაშვილის ფსევდონომით წერდა. მისმა ლირიკულმა ლექსებმა კომპოზიტორთა ყურადღება მიიპყრო.


მასთან თანამშრომლობდნენ ანდრია ბალანჩივაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, ოთარ თევდორაძე და სხვები. მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის ჰიმნი სიყვარულს", მიმღერე რამე", სადაც გინდა, იქ ილოცე", ბიძინა კვერნაძის გაზაფხულდა", ოთარ თევზაძის ობელისკები" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რევაზ ლაღიძის სიმღერა თბილისზე", რომელიც თბილისის 1500 წლისთავისათვის დაიწერა და დღეს არა მხოლოდ თბილისის ჰიმნად, საქართველოს სავიზიტო ბარათადაც იქცა.


პეტრე გრუზინსკის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: კეთილი ადამიანები", ბაში-აჩუკი", დღე პირველი, დღე უკანასკნელი", აბეზარა",მხიარული რომანი", რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", განგაში", მიმინო" და სხვა. ავტორია არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოსი.


პეტრე გრუზინსკი 1984 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.


(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016