reportiori.ge - ბათუმში საბაგირო გზა გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:08
რეგიონები
ბათუმში საბაგირო გზა გაიხსნა
ავტორი:
16 აგვისტო, 2013. 16:28

ბათუმში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა. საბაგირო გზა ბათუმის სანაპიროს ფერიის მთასთან აკავშირებს. ახალი საბაგირო ზოლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გახსნეს. 

როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, ობიექტი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაიხსნა.
"ექსპულიატაციაში შესვლის შემდეგ ვხსნით ობიექტს. ტურისტებს შეუძლიათ, რომ ამოვიდნენ და გადახედონ ბათუმის ხედებს. ჯამში 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მინიმუმ, 15 წელი უნდა იარსებოს ამ ობიექტმა", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. 
საბაგირო ზოლის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დაიწყო. ფერიის მთაზე კი გასართობი ცენტრის "არგოს" მოწყობა 2010 წლის 13 ივნისიდან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია "დობერმაიერი" ასრულებდა, რომელიც მთლიანად კურირებდა საბაგირო დანადგარების შესყიდვასა და დამონტაჟებას. ბათუმის საბაგირო გზა კომპანია "ჰესტოკ-ბათუმის" საკუთრებაა, რომელმაც ამ პროექტით 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
"ჰესტოკ-ბათუმის" დირექტორის გიორგი ქავჟარაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საბაგირო გზით გადაადგილება შეღავათიან ფასებში მოხდება. 
სანაპიროდან საბაგირო გზით ფერიის მთაზე ასვლა სრულწლოვანებისთვის 3 ლარი ღირს, ბავშვებისთვის 1.50 ლარი. ფერიის მთიდან დაშვება კი უფასოა. 
2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაზე 8 გონდოლა მოძრაობს, თუმცა გათვლილია 22 გონდოლაზე. საბაგირო ზოლი ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლიდან დაეშვება და საათში 500 ადამიანს მოემსახურება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016