reportiori.ge - გიორგი თარგამაძე - მინისტრობის დროს გიორგი მარგველაშვილმა ოთხი შეცდომა დაუშვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:57
პოლიტიკა
გიორგი თარგამაძე - მინისტრობის დროს გიორგი მარგველაშვილმა ოთხი შეცდომა დაუშვა
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 17:36

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ყოფნისას, რვა თვეში, ოთხი შეცდომა დაუშვაროგორც პრესკონფერენციაზე გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებთან თქვა, მარგველაშვილის პირველი შეცდომა არის სუსტი მენეჯმენტიაგრარული უნივერსიტეტისთვის გაურკვეველი მიზეზებით აკრედიტაციის ჩამორთმევა და სტუდენტების პროტესტის ფონზე ისევ გაურკვეველ პირობებში გადაწყვეტილების შეცვლა და აკრედიტაციის აღდგენამეორე შეცდომად გიორგი თარგამაძე უსამართლობას ასახელებს. კერძო საკუთრების, კერძოდ, საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა: სახელმძღვანელოების გამო დაპირისპირება გამომცემლებთან და ავტორებთან, სამინისტრომ აღიარა შეცდომა და ბრიტანულ გამომცემლობას ურიცხავს 3.5 მილიონ დოლარს, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია 18 ქართული გამომცემლის ბედიარაგუნდური ქცევა როზა ლუქსემბურგის შრომის კოდექსი, რომელიც მთავრობის სხდომაზე მოიწონეს და იქ მარგველაშვილს ხმა არ ამოუღია, თუმცა ცოტა ხანში ზურგს უკან აკრიტიკებდა გუნდის წევრებსარაპრინციპულობა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს, მარგველაშვილმა ვერ დაიცვა საკუთარი პოზიციები საკუთარ გუნდის წევრებს შორისაც კი, შედეგად კანონპროექტი შეიცვალა და სადავო მუხლი ამოვარდა, – აღნიშნა თარგამაძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016