გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ ყოფილ პოლიციელს აღმკვეთ ღონისძიებას სასამარლო დღეს შეუფარდებს. დღესვე პროკურატურა ექვსი პოლიციელის მიმართ კი, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს, აღმკვეთი ღონისძიების შემსუბუქების შუამდგომლობას დააყენებს. მთავარმა პროკურატურამ თამაზ თამაზაშვილის უკანონოდ დაკავების საქმის გამოძიებსათან დაკავშირებით განცხადება 15 აგვოსტოს გააკეთა. უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავებულოებამ ბრალი აღიარეს, გამოძიებასთან ითანამშრომლეს, რის გამოც პროკურატურა, მათი აღმკვეთი ღონისძების შემსუბუქების შუამდგომლობას დააყენებს. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა გენერალ, თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი პოლიციელები მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 24 მაისს დააკავეს.
თამაზაშვილის საქმეზე ბრალდებულების - გიორგი ხიზანიშვილის, ირაკლი ქოპილაშვილის და კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დანაყოფის უფროსის ზურაბ ლალიაშვილის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო 11:30 საათზე იმსჯელებს. 13:00 საათზე კი ჩანიშნულია პროცესი, სადაც პროკურატურის შუამდგომლობა უნდა განიხილონ ყოფილი პოლიციელების: გოჩა ბაღათრიშვილის, გოჩა ჩიტაიას, ზაზა ჭაიას, გრიგოლ კვინიკაძის, ვლადიმერ გამრეკლიშვილის და გივი კრავჩენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით.