reportiori.ge - 29 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:51
რელიგია
29 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) გარდაიცვალა
ავტორი:
29 მარტი, 2014. 12:15


ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია დაიბადა 1961 წელს, ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში მღვდლის ოჯახში. 1885 წელს დაამთავრა  თბილისის სასულიერო სემინარია, სადაც საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. 1887 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად სოჭში.


1892 წელს სოხუმის საკათედრო ტაძრის კანდელაკია. შემდეგ კი დანიშნეს სოხუმის, ახალი ათონის და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველად და ქართული ენის მასწავლებლად. იგი იყო სხ/სხ საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში, გამოდიოდა პრესაში ეპისკოპოსის არსენის (იზოტოვი) და შავრაზმელ გოლუბცობცოვის წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზებს ქართველების სიძულვილს უნერგავდნენ და დევნიდნენ ქართულ ენას. იგი აგრეთვე იყო ცნობილი, როგორც ქართული ისტორიული ძეგლების მკვლევარი. „პეტერბურგის" უწყებებში და ქართულ პერიოდულ პრესაში ამბერკის ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საქართევლოს პოლიტიკური, საეკლესიო ცხოვრების შესახებ.


პატრიარქმა ამბროსიმ აკადემია დაამთავრა 1901 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1902 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად.


ამბროსი ხელაია ბევრს მუშაობდა ძველი ქართული სასულიერო კულტურის შესწავლაზე. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა წმინდა ნინოს ცხოვრების ახალი ვარიანტი, რომელიც ცნობილია „მოქცევაი ქართლისაის" - ჭელიშური ახალი ხელწერით. მის კალამს აგრეთვე ეკუთვნის გამოუქვეყნებელი ნაშრომი „ბედიის ტაძარი", სადაც ბედიის ეპარქიის ისტორიის გარდა, მოთხრობილია ვლაქერნის ხატისა და ღვთისმშობლის სარტყელის თავგადასავალი.


ამბროსი ხელაია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამოდიოდა ქადაგებებით. მისი გამოსვლები ხელს უწყობდა ქართველი ერის კონსოლიდაციას, სულიერ და ზნეობრივ აღზრდას.


აღსანიშნავია მის მიერ წარმოთქმული სიტყვა ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე სიონის ტაძარში, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაასრულა „ის თავისი ნაშრომ ნაღვაწით უკვდავი დარჩება სანამ ქართველი ერი იარსებებს. ვიტყოდი მეტსაც: ქართველი ერიც რომ გადაგვარდეს, უკუღმართ დრო-გარემოებათა გამო, მაშინაც არ იქნება დაკარგული დიდებულ-მგოსან მოღვაწის ხსოვნა, ვინაითგან ამ დიდებული საქართველოს შვილის ნაწარმოები ეკუთვნის არა მარტო ქართველ ერს , არამედ მთელ კაცობრიობას, რომლის ნაწილსაც შეადგენს ქართველობა".


1925 წლის 25 თებერვლის შემდეგ, როდესაც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, ამბროსი ხელაიამ ათზე მეტი დოკუმენტი გაგზავნა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში, სადაც უკმაყოფილობას გამოთქვამდა ეკლესიის მიმართ გაჩაღებული დევნის, ქართული ენის ეფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. 


1922 წლის 10 აპრილიდან 14 მაისამდე ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ გენუაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი იყო „ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ეკონომიკური აღდგენისადმი". კონფერენციის დაწყებამდე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ მოწოდება გაუგზავნა მის დელეგატებს. ამ მიმართვის შედგენაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრებმაც. მემორანდუმში ქართველი ხალხის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანა და რეფერენდუმის ჩატარება იქნა მოთხოვნილი. მემორანდუმი კონფერენციამ დღის წესრიგში არ დააყენა და ბუნებრივია, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მიმართვის შინაარსი ცნობილი გახდა საბჭოთა მთავრობისათვის. კათოლიკოს-პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრი დააპატიმრეს. 1922 წელს დაკითხეს ამბროსი ხელაია, დაკითხვაზე მან ჩეკას თანამშრომლებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა: „გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მოწოდება რედაქტირებული იყო ჩემ მიერ და ჩემს მიერვე ხელმოწერილი".


19 მარტს ამბროსი ხელაიას გამოუტანეს განაჩენი, რომლის ძალითაც კათოლიკოს-პატრიარქს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 9 თვით, 23 დღით სასტიკი იზოლაციითა და მთელი ქონების კონფისკაციით. მან სასამართლო პროცესზე წარმოთქვა მსჯავდებულის საბოლოო სიტყვა, რომელიც არის მისი ინტელექტუალური პოტენციალისა და სულიერი სიმტკიცის დადასტურება. ზეპირი გადმოცემით მან ეს სიტყვები შემდეგი ფრაზით დაამთავრა: „სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით".  


1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის და საკათალიკოსო საბჭოს წევრებს სასჯელი მოუხსნეს. ამბროსის კათოლიკოსობა დაუბრუნეს.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა 1927 წელს, 29 მარტს. დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.


1995 წელს იგი შერაცხულ-იქნა წმინდანად ამბროსი აღმსარებლის სახელით, იქვე წარმოადგინეს მისი ხატი და ხსენების დღედ 16 მარტი განაწესეს.





(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016