reportiori.ge - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავით კინწურაშვილი აირჩიეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:42
კულტურა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავით კინწურაშვილი აირჩიეს
29 მარტი, 2014. 14:07


ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელად დავით კინწურაშვილი აირჩიეს. არჩევნების მეორე ტურში მან 305 ამომრჩევლიდან 218 ხმა მიიღო. მასთან ერთად არჩევნებში მზია ნიორაძეც მონაწილეობდა.


შეგახსენებთ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნები 24 მარტს გაიმართა, რომლის დროსაც ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რის შედეგადაც დაინიშნა მეორე ტური. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი და სამხატვრო ადმინისტრაციის წევრები.


არჩევნების ორივე ტურს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა " და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. დავით კინწურაშვილის კანდიდატურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარედგინება. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016