reportiori.ge - ილია მეორე: ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ იაროს მაღლა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:52
რელიგია
ილია მეორე: ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ იაროს მაღლა!
30 მარტი, 2014. 16:12


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა,რომ „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ხალხმა დაივიწყა, რა არის ნამდვილი ფასეულობა, რას უნდა მივსდევდეთ".


ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ცოდვა ცოდვად აღარ ითვლება, როცა პირიქით - სიკეთე უარყოფილია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს", - ბრძანა პატრიარქმა.


ქადაგებისას ილია მეორემ წმინდა მამა იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენების დღეზეც ისაუბრა. მისი თქმით, სულიერი კიბე, ყოველი ადამიანის წინაშე დგას და ამ კიბეს აქვს ორი გზა, ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ.

 

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ იაროს მაღლა. უპირველეს ყოვლისა ადამიანს უნდა გააჩნდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სიხარული და ვისაც აქვს ჭეშმარიტი სარწმუნეობა, ღმერთი აძლევს მრავალ სიკეთეს", - განაცხადა ილია მეორემ.


დიდმარხვის მეოთხე კვირიაკეს, დღეს ტაძრებში წმინდა მამის, იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენება აღინიშნება. დიდმარხვა 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016