ახალგაზრდული მოძრაობა „ANTI-კლანი“ ბათუმის მერიას და საკრებულოს მიმართავს.
„დაუყოვნებლივ გადააყენეთ ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ყოფილი ნაცზონდერი (ეხლა უკვე ოცნების წარმომადგენელი) გიორგი ერმაკოვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პერმანენტულ აქციებს და არ გამოვრიცხავთ უვადო შიმშილობას. ეს სადისტი ნამდვილად არ არის მოსახლეობის არჩევანი, ბათუმი არ იმსახურებს მსგავს არარაობას ქალაქის მართველად!“, - აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც „რეპორტიორს“ მოძრაობიდან გამოუგზავნეს.
შეგახსენებთ, ბათუმის ამჟამინდელი მერი გიორგი ერმაკოვია, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობას ჯემალ ანანიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ შეუდგა. ჯემალ ანანიძე ბათუმის მერის პოსტზე 2012 წლის 4 ოქტომბერს დაინიშნა. 2010 წლიდან ის ვიცე-მერის პოსტს იკავებდა, მანამდე კი მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.