reportiori.ge - თბილისის ზოოპარკს უცნაური ბინადარი ჰყავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:00
სხვადასხვა
თბილისის ზოოპარკს უცნაური ბინადარი ჰყავს
ავტორი:
31 მარტი, 2014. 11:07



„თბილისის ზოოპარკი“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ზოოპარკის უცნაური ბინადარის შესახებ წერს. მილკბილა, რომელიც ზოოპარკში ბინადრობს, ძუძუმწოვრების რიგს განეკუთვნება.

 

ზოოპარკის პატარა დამთვალიერებლები ჩვენს მილკბილას ეჭვის თვალით უყურებენ-ხოლმე... ვერ გაუგიათ, რა არსებაა: დინგი აქვს, ღორი არ არის, კენგურუს გავს, მაგრამ ძალიან დაბალია, ყურები კურდღელივით დაუცქვეტია და ფუმფულა არაა... მოკლედ, დიდად საეჭვო ვინმეა. ერთი შეხედვით მოუქნელია, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში 10 წუთში 2 მეტრის სიღრმის ორმოს ამოთხრა შეუძლია. რამდენიმე წლის წინ საკუთარ ვოლიერში არქეოლოგიური გათხრების წარმოება გადაწყვიტა და ისე გაერთო, ალბათ დედამიწას მეორე მხრიდან გამოხვრეტდა, ზოოპარკის მესვეურებს განგაში რომ არ აეტეხათ და დიდი ვაი-ვაგლახით უკან არ მოებრუნებინათ“, - ნათქვამია ზოოპარკის გვერდზე.

 

აფრიკული მილკბილების სხეულის სიგრძე 100-158 სმ, მასა 82 კგ აღწევს (უმეტესად 50-70 კგ). მილკბილები გავრცელებულია აფრიკაში - საჰარიდან სამხრეთით. ხშირ ტყეებს გაურბის. აქტიურია ღამით. იკვებება ტერმიტებით, ჭიანჭველებით. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. ზოგგან მილკბილების ხორცს ჭამენ და ტყავსაც იყენებენ.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016