საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გამსახურდიას თანამებრძოლები შეიკრიბნენ.
„ზვიად გამსახურდიამ შექმნა ეპოქა და მოუპოვა საქართველოს ნანატრი თავისუფლება“, - განაცხადა სამეგრელოს ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ.
„ლაივპრესის“ ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას პატივი ასევე მიაგო ვახტანგ (ლოთი) ქობალიამ, რომელიც პირველი პრეზიდენტის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო. ქობალიას განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო რეფერენდუმი, რომელიც 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა და საქართველოს მოსახლეობის 97-მა პროცენტმა მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა.
ზვიად გამსახურდიას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ )