reportiori.ge - რა გავლენას იქონიებს ყირიმის კრიზისი საერთაშორისო ურთიერთობებზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:17
მსოფლიო
რა გავლენას იქონიებს ყირიმის კრიზისი საერთაშორისო ურთიერთობებზე?
31 მარტი, 2014. 17:50



„თუ საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი კონფლიქტი და მისი შედეგები დრამატული აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის, მსოფლიო პოლიტიკისთვის ყირიმის კრიზისი ყველაზე დრამატულ ფაქტად აღინიშნა სსრ კავშირის დაშლის შემდეგ“ - ჩვენდა სამწუხაროდ, ასე გამოეხმაურნენ ყირიმის კრიზისს დასავლეთის ზოგიერთი მედიასაშუალებები“, - აცხადებს ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მკვლევარი ალიკა ტალიური.

 

მისივე თქმით, ყირიმისკრიზისი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საერთაშორისო ურთიერთობებზე.

 

„ჩვენდა სამწუხაროდ, ყირიმის კრიზისი თავისი გეოსტრატეგიული ფაქტორებით გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში: გაეროს, ნატოს, ევროკავშირისა თუ ევროაზიური კავშირის საქმიანობაში, აგრეთვე ირანის ატომური მრეწველობის, სირიის კრიზისის თუ მსოფლიო ენერგომარშრუტების მომავალზე.

 

საერთაშორისო საზოგადოება მიახლოებულია სახიფათო ზღვრს, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებები მომავალში დიდ გავლენას მოახდენს არა რეგიონის, ან კონტინენტის, არამედ, მსოფლიო მასშტაბის პროცესებზე. თუ  ჩვენთვის, როგორც დაზარალებული მხარისათვის 2008 წლის მოვლენების თაობაზე კიდევ არსებობდა გაუცემელი კითხვები, ყირიმის კრიზისის საფუძველზე გვეძლევა დამატებითი შესაძლებობა კიდევ ერთხელ გადავხედოთ და გავაანალიზოთ 6 წლის წინანდელი მოვლენები და უფრო კომპეტენტურად დავინახოთ ჩვენი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, აგრეთვე ჩვენი ადგილი რეგიონალურ და მსოფლიო პოლიტიკაში.

 

ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ შეიარაღებული კონფლიქტი ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთის კრიზისები, საქართველოში 2008 წელს და ახლა უკვე ყირიმის კრიზისი, ცალსახად გამოიწვევს ძალებისა და საშუალებების ცვლას როგორც პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ასევე სამხედრო სფეროებში.

 

დღეისათვის მიმდინარე დიპლომატიური პროცესები კონფლიქტში ჩართული მხარეების მშვიდობიანი გზით კრიზისის გადაწყვეტის მიზნით, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, აგრეთვე სავარაუდო საბრძოლო მოქმედების თეატრზე მშვიდობიანი მოსახლეობის მჭიდრო დასახლებები და მათი არაერთგვაროვანი რეაგირება კონფლიქტის შეიარაღებულ ფაზაში გადასვლის შემთხვევაში, გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ კონფლიქტი გადაწყდება მშვიდობიანი გზით.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკრაინის მხრიდან საგანგებო ვითარებისა  და ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება ცალსახად მიანიშნებს სამხედრო კომპონენტის გააქტიურებას არსებულ ვითარებაში. აგრეთვე, სამხედრო მეცნიერებაში ქვეყნის მობილიზაციასთან დაკავშირებით, არსებობს ასეთი ხედვა, რომლის მიხედვით,  მობილიზაციაში ჩართული ძალების და საშუალებების მასშტაბი ისეთ მოცულობას იძენს, რითაც ქვეყანა უახლოვდება ისეთ „წითელ ზღვარს“ რუბიკონს, როდესაც სახელმწიფოს სხვა გამოსავალი, ვიდრე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება, აღარ რჩება!

 

არსებული ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან შეიარაღებული ძალების კონცენტრაცი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან, მათ სასაზღვრო პერიმეტრზე დისლოცირების რაიონები, დაჯგუფებების შემადგენლობა, ასევე უკრაინა-რუსეთის ძალებისა და საშუალებების რაოდენობრივ-ხარისხობრივი და სხვა ოპერატიულ-ტაქტიკური პარამეტრების შეფასებები გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ კონფლიქტმა შეიძლება მიიღოს ლოკალური ომის მასშტაბი, რაც რასაკვირველია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებისა და დნესტრისპირეთის დღევანდელ სტატუსებს.

 

თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენებს წინ უნდა უსწრებდეს სერიოზული მაპროვოცირებელი მოვლენები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  უკრაინის მოვლენები სერიოზულ ზეგავლენას მოახდენეს მსოფლიო პოლიტიკის მომავალზე, რაზედაც ჩვენი მხრიდან სათანადო ანალიზი, გეგმები და ზომებია მისაღები! ცალსახად დადებითად მიმაჩნია საქართველოს ხელისფლების პოზიცია მიმდინარე მოვლენების მიმართ“, - აცხადებს მკვლევარი.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016