reportiori.ge - ბარათაშვილისა და სარაჯიშვილის მეტროსთან მდებარე ხიდები გადაიკეტება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:43
საზოგადოება
ბარათაშვილისა და სარაჯიშვილის მეტროსთან მდებარე ხიდები გადაიკეტება
ავტორი:
16 აგვისტო, 2013. 16:49

 თბილისის მერიაში განმარტავენ რომ უწყება ქალაქში არსებული საავტომობილო ხიდების რეაბილიტაციას იწყებს.

 

"თითოეულ ხიდს კვალიფიციური კვლევა ჩაუტარდება, რათა მათი მდგომარეობა დეტალურად განისაზღვროს. კვლევა ხიდების ფიზიკურ დათვალიერებას, კონსტრუქციების შესწავლასა და ხიდების მდგრადობის გამოცდას ითვალისწინებს. კვლევები ორი თვის განმავლობაში ეტაპობრივად, უქმე დღეებში, ღამის განმავლობაში ჩატარდება, რათა ქალაქში მოძრაობა არ შეფერხდეს. აღნიშნულის გამო მიმდინარე კვირაში გვიან ღამე ბარათაშვილისა და გლდანის, სარაჯიშვილის მეტროსთან მდებარე, ხიდები გადაიკეტება. მოძრაობა შაბათ-კვირას დილის 8 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ასევე შაბათ-კვირას დაგეგმილია მოძრაობის შეზღუდვა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხისა და მოყმის ძეგლიდან თამარ მეფის ხიდამდე არსებულ მონაკვეთზე, რათა გაგრძელდეს კლდის დასუფთავება და ქვათა ცვენისგან დამცავი ფოლადის ბადე დროულად დამონტაჟდეს."- აცხადებენ მერიაში

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016