22 წლის ქალინ ქედლი 2012 წელს საჭის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო პოლიციამ მკაცრად გააფრთხილა, რომ კანონის მეორედ დარღვევის შემთხვევაში მას სასჯელის მოხდა მოუწევდა.
მიუხედავად გაფრთხილებისა, ქალინმა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარება მაინც გარისკა. პოლიციამ ის საეჭვოდ ტარების გამო გააჩერა და ალკოტესტზე შეამოწმა. იღბლის წყალობით, აპარატმა მძღოლის სიმთვრალე ვერ დაადასტურა და ის გაათავისუფლეს. ქალენი კი სწორედ ამის შემდეგ შეცდა.
ქალმა facebook-ზე დაპოსტა, რომ ,,გამოუვიდა” და პოლიცია მოატყუა. ამ სტატუსის გავრცელების შემდეგ მის ტელეფონზე ზარის ხმა მალევე გაისმა და კანონდამრღვევი პოლიციაში დაიბარეს.
ჯერჯერობით ქალინი წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში გაიმართება. ჯერ არავინ იცის, სამართალდამრღვევს დააკავებენ თუ შეიწყალებენ.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)
წყარო: lollipop.ge