reportiori.ge - არის თუ არა უსაფრთხო ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა?-რას ამბობენ „ტრანსპორტელთა სოლიდარობის კავშირის“ წევრები(ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:51
საზოგადოება
არის თუ არა უსაფრთხო ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა?-რას ამბობენ „ტრანსპორტელთა სოლიდარობის კავშირის“ წევრები(ვიდეო)
ავტორი:
16 აგვისტო, 2013. 16:54

არასამთავრობო ორგანიზაცია „ ტრანსპორტელთა სოლიდარობის კავშირის" წევრები,  100 ახალი ავტობუსის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. ორგანიზაციის  წევრები აცხადებენ, რომ გიგი უგულავას განცხადება მხოლოდ წინასაარჩვენო კამპანიაა. „ჩვენ მივესალმებით ახალი ავტობუსების ჩამოყვანის ინიციატივას, თუმცა ტრანსპორტის განახლებამდე აუცილებელია დედაქალაქის ქუჩებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ავტობუსები უკვე მოძველებულია,მათი დიდი ნაწილი  მწყობრიდან არის გამოსული და მგზავრობა უსაფრთხო აღარ არის.  თბილისის რამდენიმე ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელია. რამდენიმე უბანში კი იმის გამო, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ტრანსპორტი არც დადის. მერმა აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსებით მგზავრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც შესაძლებელი იქნება, მაგრამ გაჩერებებზე პანდუსები ამ დრომდე არ არის მოწყობილი. არ ვიცით რა მარშუტით იმოძრავებს ახალი ავტობუსი და არ ვიცით ვინ დასაქმდება"-განაცხადეს ორგანიზაციის წევრებმა „რეპორტიორის" პრეს-კლუბში. ისინი სამუშაო ჯგუფის შექმნას, სამარშუტო სქემის შემუშავებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას და დედაქალაქის ქუჩებში  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016