„მაესტროს" დამფუძნებელი ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „მაესტროს" წინააღმდეგ ხელისუფლების ერთ-ერთი ფრთა ტელეკომპანიის თამაშგარე დატოვებას ცდილობს. „სამწუხაროა რომ ხელისუფლების, ერთ-ერთმა ფრთამ, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო ' მაესტროს" დამორჩილება დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა 'წესების გარეშე" და ცდილობს 'მაესტროს" როგორც ერთ-ერთი მსხილი მედია მოთამაშის თამაშგარე დატოვებას. მინდა შევახსენო მათ, რომ ის ღირებულებები რომელზეც დგას ტელეკომპანია ' მაესტრო' მისი სიმყარის გარანტიაა და თუ ჩვენი განადგურება ვერ შეძლო ნაც. მოძრაობამ სწორედ ამ ღირებულებების დამსაცურებაა. ტყუილად გაქვთ ახალი ეროსის 'იმედი'. უფრო დაწვრილებით განცხადებას "მაესტრო' რამოდენიმე დღეში გააკეთებს"- წერს მამუკა ღლონთი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.