reportiori.ge - დღევანდელ დღეს კარლო საკანდელიძე დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:35
კულტურა
დღევანდელ დღეს კარლო საკანდელიძე დაიბადა
ავტორი:
01 აპრილი, 2014. 15:49


1928 წლის  1-ელ აპრილს ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, რუსთაველის თეატრის დასის წევრი, ცნობილი „ჭინჭრაქა", კარლო საკანდელიძე სოფელ ზედა ბზვანში დაიბადა.


მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია (ლოსვეს ამბავი), გიო (ტარიელ გოლუა), ოსიკო ხარებაძე (შემოდგომის აზნაურები), კუჩარა (ყვარყვარე თუთაბერი), ტოშეკი (რა სიყვარული), ჭინჭრაქა (ჭინჭრაქა), ბუთხუზა (ძველი ყომარბაზები), არისტო ქვაშავაძე (სამანიშვილის დედინაცვალი) გლეხი და ქმარი (კავკასიური ცარცის წრე), კეტსბი (რიჩარდ III), სკრუჯი (შობის ღამის სიზმარი).


კარლო საკანდელიძის პირველი კინოროლი „მაგდანას ლურჯაში" იყო 1955 წელს, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმში მან ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალზე „ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო „დათა თუთაშხია", სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.


რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. 2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.


კარლო საკანდელიძე  2010 წლის ოქტომბერს, 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.




(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016