პოპულარული ჟურნალის „პლეიბოის“ კიდევ ერთი ქართული სახე - თამთა მასტორაკისია. გოგონა 20 წლისაა. ექვს წლამდე საქართველოში ცხოვრობდა, მერე კი დედასთან ერთად კრეტაზე გადაბარგდა. 15 წლიდან მოდელობით არის დაკავებული. მომავალში სამოდელო სფეროში სურს საქმიანობის გაგრძელება და ამიტომაც ათენში ტანსაცმლის დიზაინს სწავლობს.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, 2009 წლიდან თამთა ბერძნული „პლეიბოის“ გარეკანს ამშვენებს. პირადი ცხოვრებაც საჯარო აქვს - მის საყვარელ ადამიანებზე ხშირად იწერება ბერძნულ პრესაში. დიდხანს ხვდებოდა ბერძენ ვარსკვლავ ჯონ სპალიარასს და მოსალოდნელ ქორწინებაზეც აქტიურად ჭორაობდნენ, თუმცა შემდეგ დაშორდა. ამჟამად საბერძნეთში „ეისი მოდელსთან“ თანამშრომლობს და აქტიურ სამოდელო საქმიანობას განაგრძობს, მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებში, პარალელურად ბერძნულ კლუბებში გამოდის თავისი პროგრამით. ძირითადად, ნახევრად შიშველი ცეკვავს, თან მომავლის გეგმებს აწყობს.