reportiori.ge - ჯემალ ჭკუასელი: ოღონდ სახელმწიფო ანსამბლში ნუ იქნებიან მოღალატეები და უბრალო მომღერალს არა უშავს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:34
კულტურა
ჯემალ ჭკუასელი: ოღონდ სახელმწიფო ანსამბლში ნუ იქნებიან მოღალატეები და უბრალო მომღერალს არა უშავს?!
ავტორი:
02 აპრილი, 2014. 18:50



გასულ დღეებში ნინო ქათამაძის  კონცერტები მოსკოვში გამართას სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ამ ფაქტმა ბევრს გაახსენა, როგორ აკრიტიკებდნენ ანსამბლ ერისონს მოსკოვ კონცერტის გამო. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა განაცხადა, რომ ქართველებმა კონცერტი ყველგან უნდა გამართონ, სადაც კი საშუალება მიეცემა.

 

ჩვენ ვუღალატეთ ჩვენს პროფესიას და ნინო ქათამაძემ არ უღალატა. სამწუხაროდ, ასე გამოვიდა. არ ვიყავით სწორი, მაგრამ ხმა ღვთისა და ხმა ერისა ხანდახან შეგაწუხებს ადამიანს. მეორე კონცერტი იმიტომ აღარ გავმართეთ, რომ ამას ბევრი მიზეზი ახლდა. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ანსამბლი ერისიონი რაღაც განსაკუთრებულია და ყელში გაეჩხირათ ზოგ-ზოგიერთებს. ვაჟა-ფშაველას ნათქვამი ხომ გახსოვთ - ცუდას რად უნდა მტერობა. ვიღაცას ვაჯობეთ, ვიღაცას ყელში გავეჩხირეთ, ვიღაცამ ჩვენ გვაჯობა და რა ვიცი, რა.

 

ნინო ქათამაძეს მოსკოვში კონცერტი აუცილებლად უნდა გაემართა. თუმცა სასაცილოზე უარესი მიზეზია, როცა ამბობენ, ერისიონი სახელმწიფო ანსამბლია და ჩვეულებრივი მომღერალი კი, როგორც უნდა, ისე მოიქცევაო. ანუ, ოღონდ სახელმწიფო ანსამბლში ნუ იქნებიან მოღალატეები და უბრალო მომღერალი თუ იქნება მოღალატე, ამას არა უშავს?! ეს ვერაფრით ამიხსნია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ნინო ქათამაძეს, ნიჭიერი ქალია და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, თუნდაც მოსკოვში გამართული კონცერტებით.

 

სულ ვეუბნები ამ ხალხს დაფიქრდით ვის აყევით-მეთქი. შეხედონ სახელებს და გვარებს! იმათ საერთოდ ვერ უნდა გაბედონ ხმის ამოღება, მაგრამ რას ვიზამთ, დემოკრატიაა. თუ არ ვცდები, ჩინური გამოთქმაა, თუ გსურს ადამიანს საშინელება ჩაადენინო, თავისუფლება უნდა მისცეო“, - აცხადებს ჯემალ ჭკუასელი.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016