აუტიზმის დღესთან დაკავშირებით, დღეს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ გაიმართება.
კონცერტს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.
საქველმოქმედო კონცერტში ცნობილ ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ მათ შორის ბექა გოჩიაშვილი, ელისო ბოლქვაძე, დათუნა ალადაშვილი და სხვა.
კონცერტის დროს შემოსული თანხა მთლიანად ბავშვთა მულტიფუნქციურ კლინიკას გადაერიცხება, რათა მათ ახალი სივრცის ტექნიკური აღჭურვა შეძლონ.
კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს აუტიზმის ორგანიზაციაა. კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის დრამატულ თეატრში 20:00 საათზე დაიწყება.