reportiori.ge - სომხეთის დეპუტატები: ოშკისა და იშხანის ტაძრები სომხური ხუროთმოძღვრების ნიმუშებია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:36
კულტურა
სომხეთის დეპუტატები: ოშკისა და იშხანის ტაძრები სომხური ხუროთმოძღვრების ნიმუშებია
ავტორი:
02 აპრილი, 2014. 19:27



„Armenia Today“-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, საქართველოს საჩუქრად გადასცეს დასავლეთ სომხეთის 300 ისტორიული ძეგლი. აღნიშნულ ფაქტს სომხეთის სახალხო კრებისა და დიასპორის კუთხით საპარლამენტო კომისიის წევრები ვაან ტერ-კაზარიანი, აშოტ მანუჩარიანი და ჟასმინ ასრიანი აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საკითხს იუნესკოს კრებაზეც დააყენებენ.

 

თურქეთი აცხადებს, რომ სომხური ძეგლები, რომელიც აიკ დიდის დროს აშენდა, საქართველოს ისტორიული კუთვნილებაა. ჩვენს წინაშე დგას შემდეგი პრობლემა: ჩვენს მიერ აშენებული ათეულობით ქალკედონური ეკლესია მხოლოდ იმიტომ მიიჩნევა ქართულად, რომ მასზე ქართული წარწერებია. ოშკვანკის (ოშკის) და იშხანის ტაძრები სომხური ხუროთმოძღვრების ნიმუშებია, ისინი შეიცავენ სომხური არქიტექტურის ყველა ელემენტს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მათ სომხური სახელები აქვთ! თურქეთი აგრძელებს თავის ავანტიურისტულ პოლიტიკას და ცდილობს, ამ ნაბიჯით ძირი გამოუთხაროს სომხეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ცხადია, რომ თურქეთი კვლავ აგრძელებს თავის ანტისომხურ პოლიტიკას. რაც შეეხება ქართველებს, ისინიც აგრესიულად არიან განწყობილნი და დათმობას არ აპირებენ. არადა, ეს არის არა ქართველების, არამედ სომხების კულტურული მემკვიდრეობა“, - აცხადებს კომიის თავმჯდომარე აშოტ მანუჩარიანი.

 

შეგახსენებთ, იშხანი შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი, ტაოში მდებარეობს, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). თავდაპირველი ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა.

 

ოშკი - X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში მდებარეობს. კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი).

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016