reportiori.ge - კოტე შარაშენიძე: რატომ უნდა გადავდგე?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:15
პოლიტიკა
კოტე შარაშენიძე: რატომ უნდა გადავდგე?!
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 18:01

 „ქართული ოცნების“ აქტივისტები ოზურგეთის გამგებელის, კოტე შარაშენიძის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ კოტე შარაშენიძე „ნაციონალებს“ გაურიგდა და ამ გარიგების შედეგად, ოზურგეთის საკრებულოს თანამდებობაზე ავთო სურგულაძე იქნა არჩეული. ოზურგეთის გამგებელს „რეპორტიორი“ დაუკავშირდა. „რას ითხოვენ თვითონ არ იციან და მე როგორ გითხრათ?! ვიცი, რა ხალხიც არიან ისინი. შეგიძლიათ, თქვენც  დაინტერესდეთ და გაიგოთ, რა კატეგორიის ხალხია, როგორია მათი წარსული. აქციის მონაწილეები რასაც ამბობენ ერთია და საქმე და ფაქტი მეორე, ენას ძვალი არ აქვს.  თუ კი ვინმე ფაქტებით დამელაპარაკება, შემიძლია ფაქტებითვე ვუპასუხო. ვის უნდა შევხდე ამიხსენით?! მე ვარ მუნიციპალიტეტის გამგებელი, ამ წუთებში ურეკში ვიმყოფები და მოსახლეობას ვხდები. ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. თუკი რამეში ვიქნები დამნაშავე გადავდგები კი არა პასუხსაც ვაგებ, მაგრამ ახლა, რატომ უნდა გადავდგე?!“ – განუცხადა „რეპორტიორს“ კოტე შარაშენიძემ. ოზურგეთის გამგეობის შენობის წინ, უკვე 20 დღეზე მეტია, აქციის მონაწილეებს კარავი აქვთ გაშლილი. ისინი დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ გამგებელი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016