reportiori.ge - შს მინისტრმა მესტიაში სამაშველო ქვეგანყოფილების შენობა გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:16
რეგიონები
შს მინისტრმა მესტიაში სამაშველო ქვეგანყოფილების შენობა გახსნა
03 აპრილი, 2014. 12:46


შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის მე-5 ქვეგანყოფილება გახსნა.


როგორც „რეპორტიორს" შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამაშველო ქვეგანყოფილების შენობის მშენებლობა 6 თვის წინ დაიწყო. ერთსართულიანი შენობა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. შენობაში სამაშველო პერსონალის სამუშაო კაბინეტი, მოსასვენებელი და აღჭურვილობის ოთახებია განთავსებული. მესტიის ქვეგანყოფილებაში რვა პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო აღჭურვილობა, ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცათ. ზამთრის პირობებში სამაშველო-საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის ქვეგანყოფილებას ასევე ბურანი გადაეცა.

 

 

მესტიაში სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობის გახსნა რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა, რომლებიც საქართველოს მთის კურორტებს აქტიურად სტუმრობენ. ყაზბეგის მთებში ტურისტების დაკარგვისა და ტრავმების შემთხვევები ხშირია. გასული წლის განმავლობაში შს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საქართველოს მთიან რეგიონებში განხორციელებული წარმატებული სამაშველო ოპერაციების შედეგად 87 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 29 უცხოელი", - ნათქვამია შს სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016