ჰონკონგის ერთ-ერთ სასაკლაოზე უჩვეულო ამბავი მოხდა - ხარმა, რომელიც თავის რიგს უცდიდა, დაიჩოქა და ტირილი დაიწყო. ამ სურათის შემხედვარე ყასბები, რომლებიც წლების მანძილზე ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, ხარის საქციელმა აატირა. ისინი ისე შეძრა ნანახმა, გამოისყიდეს ხარი და გადასცეს ბუდისტურ ტაძარს, სადაც ის მშვიდად გალევს დარჩენილ დღეებს.
„ადამიანები ფიქრობენ, რომ პირუტყვმა არ იცის ტირილი, მაგრამ ეს ხარი ტიროდა, როგორც ბავშვი. თმები ყალყზე მიდგებოდა, ისე ჰგავდა მისი ქცევა ადამიანურს. ვუყურებდი ჩემს თანამშრომლებს და ვხედავდი, რომ არცერთს არ შეეძლო ხარზე ხელის აღმართვა", - თქვა ერთ-ერთმა ყასაბმა ბილი ფონგმა.
„ვერაფრით ვერ შევძელით მისი ფეხზე წამოყენება. მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა მისი ტაძარში წაყვანა გადავწყვიტეთ და ისიც დავარწმუნეთ; გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მას ჩვენი ლაპარაკი ესმოდა!", - განაცხადა ტატ ნინიმ.
შემთხვევის შემდეგ სამი მუშა საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვეღარასოდეს დაკლავენ პირუტყვს, რადგან არ ძალუძთ მეხსიერებიდან ხარის თვალებიდან მომდინარე ცრემლების ამოშლა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)