სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე , სასჯელაღსრულების N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების კადრების ინსპექტორი ზურაბ ფოჩხიძე სამსახურიდან დაითხოვეს.
ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, ზურაბ ფორჩხიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ მას მიღებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა).
ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი ზურაბ ფორჩხიძემ სამართალდამცავებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაშიც დაადასტურა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შემდეგ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფორჩხიძის სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის I პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, ასევე "საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის" მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის უგულვებელყოფა გახდა.