„სარფის სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოები ზაფხულის სეზონის დაწყებამდე დასრულდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტიქიისგან დაზიანებული სარფის სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების დროს განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო და განაცხადა, რომ სანაპირო ზოლის გამაგრება წელს ბათუმშიც დაიწყება.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ნაპირსამაგრი სამუშაოების ხარისხიანად გაკეთების, ასევე მუშახელის კვალიფიციურობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მთავრობა აჭარაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ყველა პირობას შექმნის.
„მთავრობამ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი გამოყო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ არ გეშინოდეთ საკუთარ სახლებში ცხოვრების, დაცული იყოთ სტიქიისგან. აღდგენილი სანაპირო ზოლი თქვენ დაგიცავთ სტიქიისგან და მოსალოდნელი ზარალის რისკს მინიმუმამდე შეამცირებს", - მიმართა პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას.
ირაკლი ღარიბაშილი ადგილობრივებს სანაპირო ზოლის გაუმჯობესებას და ქვიშის პლაჟის მოწყობასაც დაპირდა.