reportiori.ge - აუტიზმით დაავადებული ჯეიკობ ბარნეტი ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:58
სხვადასხვა
აუტიზმით დაავადებული ჯეიკობ ბარნეტი ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატია
03 აპრილი, 2014. 18:04


ინდიანელ ჯეიკობ ბარნეტს აუტიზმის ნიშნები ორი წლის ასაკში აღმოუჩინეს.  ხარისხი შეფასდა როგორც „საშუალო ან სერიოზული" სიმძიმისა. ბიჭის დედას, ქრისტინ ბარნეტს, უთხრეს, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, ვერასოდეს ისწავლიდა კითხვას. დღეს ჯეიკობი კვანტურ ფიზიკაში მაგისტრის წოდების მოსაპოვებლად იღვწის და ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატია.

 


ექსპერტთა თქმით, 14 წლის ჯეიკობს IQ-ს დონე ალბერტ აინშტაინზე მაღალი აქვს. ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში ქრისტინ ბარნეტმა მაყურებელს შვილის ცხოვრების დეტალები გაუზიარა. ის ამბობს,  ექიმებმა გააფრთხილეს, რომ შესაძლოა, მის ვაჟს არათუ წერა-კითხვა - ფეხსაცმლის თასმების შეკვრაც კი ვერასოდეს ესწავლა. ის სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაში განაწესეს, ცოტა ხნის შემდეგ კი ჯეიკობმა საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი.

 

 

ბავშვი ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა, რომლის დროსაც სპეციალისტები ცდილობდნენ, მისთვის მარტივი უნარ-ჩვევები ესწავლებინათ და ლაპარაკის ფუნქცია აღედგინათ. დედამ შეამჩნია, რომ თავისუფალ დროს მისი შვილი საოცარ რამეებს სჩადიოდა - დამოუკიდებლად ცდილობდა აღედგინა რუკები, რომლებიც ოდესღაც ენახა, იმახსოვრებდა ქუჩებისა და ადგილების სახელწოდებებს, ანბანს უკუთანმიმდევრობით იმეორებდა და ძალიან გაიტაცა მათემატიკამ. როდესაც კვლავ ალაპარაკდა, ოთხი ენა შეისწავლა.


კითხვაზე - ახსოვს თუ არა ეს პერიოდი, ჯეიკობი დადებითად პასუხობს. ამბობს, რომ ძალიან უყვარდა საგნების დაწყობა გარკვეული მოდელის მიხედვით, რომელსაც მისთვის სავსებით კონკრეტული თანამიმდევრობა ჰქონდა, გარეშე თვალს კი ალბათ ქაოსად მოეჩვენებოდა.


ერთხელ ჯეიკობი დედამ ქალაქგარეთ გაიყვანა ვარსკლავების საყურებლად. ისინი ავტომობილის სახურავზე იწვნენ, ჯაზს უსმენდნენ და ვარსკლავებით მოჭედილ ცას უცქერდნენ. რამდენიმე დღეში კი ადგილობრივ პლანეტარიუმს მიაკითხეს, სადაც პროფესორმა, რომელიც ლექციას უკითხავდა, რთული კითხვები დასვა - ციური სხეულების ზომაზე, პლანეტის გარშემო მბრუნავ თანამგზავრებზე. ქრისტინ ბარნეტი გაოცებული უსმენდა შვილს, რომელმაც პროფესორის კითხვებს პასუხობდა. მაშინ ჯეიკი მხოლოდ სამნახევარი წლის იყო...


ჯეიკობი უნივერსიტეტში 11 წლისა ჩაირიცხა. ამჟამად ის მათემატიკასა და კვანტურ ფიზიკას სწავლობს.


ვფიქრობ, ყველა ბავშვი განსაკუთრებულია, ნიჭიერი. არ აქვს მნიშვნელობა, რა სირთულეებს გადააწყდებით ცხოვრებაში, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ სხვებისგან ცოტა განსხვავდებით. ჯეიკობის შემთხვევაში საჭირო იყო მისი ნიჭის დანახვა და მისი ნდობა", - ამბობს ბავშვის დედა და ამატებს, რომ შვილებს ყოველთვის მათთვის სასურველი გარემო უნდა შევუქმნათ - თუ მუსიკა, ხელოვნება ან სხვა რამ აინტერესებთ, ეს ინტერესი არ უნდა ჩავუკლათ. სწორედ ეს არის წარმატების გასაღები.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016