reportiori.ge - ვლადიმერ გუცაევი: 2005 წელს გიგი უგულავამ პირდაპირ მითხრა, პრეზიდენტობაზე არც იფიქროო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:39
სპორტი
ვლადიმერ გუცაევი: 2005 წელს გიგი უგულავამ პირდაპირ მითხრა, პრეზიდენტობაზე არც იფიქროო!
ავტორი:
04 აპრილი, 2014. 17:03



გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ვეტერანი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს, აცხადებს, რომ  თუ საზოგადოება შანსს მისცემს და საქმეს ვერ გააკეთებს, თვითონვე დატოვებს თანამდებობას.

 

„მომეცით შესაძლებლობა და თუ საქმეს ვერ გავაკეთებ, თვითონ წავალ, ისევე, როგორც ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან წავედი – სიჭინავა კი არ ვარ, ბოლო წუთამდე რომ ჩავებღაუჭო სკამს... მის ადგილას თავმოყვარე კაცი აქამდე ხუთჯერ მაინც გადადგებოდა! ქართულ ფეხბურთში კლუბებიც და ნაკრებიც ერთ ადგილს ტკეპნიან, ფედერაციის წარმომადგენლები კი ურცხვად ტყუიან – სწორ გზაზე ვდგავართო...

 

2005 წელს გიგი უგულავამ პირდაპირ მითხრა, პრეზიდენტობაზე არც იფიქროო. შემეძლო, არჩევნებში მაინც მიმეღო მონაწილეობა, მე რას მიზამდნენ?! მაგრამ ალბათ, მუშაობის შესაძლებლობას არ მომცემდნენ, მათ კი, ვინც ხმას მომცემდა, პრობლემებს შეუქმნიდნენ... მიღირდა კი ამის ფასად ფედერაციის პრეზიდენტობა?!  2007 წელს, როცა პრეზიდენტობის სურვილი გამოვთქვი, მეც და გიორგი ნემსაძეც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიყავით. მაშინ მითხრეს – გადავწყვიტეთ, ჩვენი პარტიიდან ნემსაძე უნდა იყოსო და რაღას ვიზამდი?! მესამედ? თბილისის აეროპორტის კაფეში დამიბარა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და იქ წარმიდგინა ზვიად სიჭინავა – გაიცანი, ეს უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, მასზე გვაქვს „სტავკაო“... თავად სიჭინავამაც მითხრა – არ ინერვიულო, პრეზიდენტი რომ გავხდები, კარგ ადგილას დაგნიშნავო, მაგრამ „გადამაგდო“... რომც შემოეთავაზებინათ, მაინც არ დავთანხმდებოდი – სიჭინავა პრეზიდენტი იყოს და მე – ვიცე-პრეზიდენტი?! თავმოყვარეობაც მაქვს და საკუთარი თავის ფასიც ვიცი! უგულავამაც კი მითხრა  გენერალურ მდივნად იყავი უმცროს ნოდარ ახალკაცთანო, მაგრამ ახალკაცისთანა კაცთან გენსეკად წავიდოდი?!“, - აცხადებს ვლადიმერ გუცაევი.

 

სტატიის ვრცელი ვერსია იხილეთ ბმულზე: ვლადიმერ გუცაევი: „სიჭინავას ადგილას თავმოყვარე კაცი ხუთჯერ მაინც გადადგებოდა“

 


(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016