reportiori.ge - სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ „რთველი - 2013“-ის მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:42
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ „რთველი - 2013“-ის მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრეს
ავტორი:
16 აგვისტო, 2013. 19:17

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მონაწილე მხარეების აქტიური ჩართულობა და მობილიზება; შტაბის სამუშაო რეჟიმის ამოქმედება და შესაბამისი ფუნქციების გადანაწილება; ეფექტური საკოორდინაციო-საკომუნიკაციო სისტემის ამოქმედება შტაბის, მეწარმეებსა და გლეხებს შორის.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითრებაში პირველად, რეალურად გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნეს, რომ 2013 წლის რთველი, იქნება გარდამავალი ეტაპი წარსული პრობლემების დაძლევასა და სექტორის განვითარების მიმართულებით. შალვა ფიფიას განცხადებით, დღეს სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტია, რომლის განვითარებასაც მთავრობა სისტემურად ახორციელებს. „რთველი 2013"-ი ამ სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს პრიორიტეტები გააცნო და დაგეგმილი პროგრამები დეტალურად განიხილა. მისი თქმით,
• „რთველი2013"-ის წარმატებით ჩასატარებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები ღვინის მწარმოებელებთან, ღვინის ასოციაციის გამგეობის წევრებთან, გლეხებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან.

• 2013 წლიდან სახელმწიფო იზრუნებს კერძო სექტორის ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და პარიტეტულობის შესანარჩუნებლად გლეხების დახმარებაზე - არ მოხდება დიფერენცირება მცირე და დიდი ფართობებიდან მიღებულ ყურძენზე, თანაბარი პირობები შეიქმნება მეწარმეებისთვის და მცირე ფერმერებისთვის.
• სუბსიდიის პროგრამა განხორციელდება კომპანიებისათვის ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე. სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, შეადგენს 40 თეთრს, ხოლო 1 კგ საფერავის შემთხვევაში - 25 თეთრის ოდენობით.

• შეღავათიანი აგროსესხების პროექტს დაემატება მე-5 კომპონენტი. გაიცემა შეღავათიანი სესხები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის - 15 თვიანი სესხი 12%- 15% -ად, აქედან 9%-ს ფარავს სახელმწიფო. 1 ლარად ან 1 ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით, შესაბამისი თანხით უზრუნველყოფს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს.

• „რთველი 2013-ის" ორგანიზებულად ჩასატარებლად შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. შტაბის წევრები იქნებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. 
ამოქმედდება ცხელი ხაზი: (+995 32) 247 01 01; 
ასევე შტაბში იმუშავებს დამატებითი ცხელი ხაზიც - 577080417; 577080419

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რთველი დაიწყება აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან (სოფლები - სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო), ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჩაერთვებინ ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები.

შეხვედრაზე შალვა ფიფიამ ისაუბრა გასულ წლებში მეღვინეობის დარგში არსებულ პრობლემებზე, ასევე რთველის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ჩარევასა და ბაზარზე ყურძნის ფასის ხელოვნურად ზრდაში. სახელმწიფო აღმოჩნდა კერძო სექტორის კონკურენტის როლში, რამაც ბაზარზე კერძო სექტორის წილის მკვეთრი დაწევა განაპირობა. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო არეალის გაფართოვებამ, ასევე რუსეთში, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებამ, ივლისის თვის მონაცემებით გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის 43 %-იანი ზრდა განაპირობა. 

ამ ფონზე სახელმწიფო დახმარება სწორი მექანიზმის შექმნისკენ იქნება მიმართული, რომელიც გლეხს უფრო კონკურენტუნარიანს, წარმოების პროცესს კი უფრო თანამედროვეს გახდის. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოხმარდება. ამგვარი მიდგომა ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნას გაზრდის როგორც შიდა, ისე სექსპორტო ბაზარზე. ეს კი, საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს გლეხებისგან სულ უფრო მეტ ყურძენი ჩაიბარონ. 

მომავალი წლიდან, სახელმწიფო აქტიურად იმუშავებს შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: 

1. ვენახების ფართობის დადგენა, აღწერა და ვენახების აღრიცხვიანობის საკადასტრო სისტემის შექმნა. დარაიონება ჯიშების მიხედვით; 

2. ყურძნის რაოდენობისა და წარმოების მასშტაბების განსაზღვრა სხვადასხვა რაიონების მიხედვით, რათა ამ კრიტერიუმებით გამოიკვეთოს ღვინის სახეობები, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული წარმოებაში და რეალიზებული ადგილობრივ ბაზარზე;

3. შიდა კოოპერირება ცალკეული მეურნეოებების მიხედვით; ერთობლივი ძალისხმევის ხელშეწყობა მცირე საწარმოების შესაქმნელად და სარეალიზაციო ბაზრებზე გასასვლელად, რის შემდეგაც, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან დამოკიდებული მსხვილ მეწარმეებზე, სუბსიდირებაზე და ფასების ცვალებადობაზე; 

4. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ფერმერთა კოოპერატივების შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაზე;


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016