გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ცნობილ ჟურნალისტთან, ფოტოგრაფთან, ქართული ფეხბურთის მემატიანესთან - დემიკო ლოლაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ფოტოს ავტორი, რომელიც მან დიუსელდორფში 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამოს“ იენის „კარლ ცაისზე“ გამარჯვებას ასახავს, იუბილარია - ფოტოგრაფს 70 წელი შეუსრულდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე - მიაღწევს თუ არა 1981 წლის 13 მაისის მსგავს დიდ გამარჯვებას როდესმე ქართული ფეხბურთი, დემიკო ლოლაძე პასუხობს, რომ ძალიან ცუდად ხდება, როდესაც ქართული გუნდების თამაშზე ცარიელ სტადიონსა და უკაცრიელ ტრიბუნებს უყურებს.
„მსგავს გამარჯვებას მე რომ ვერ მოვესწრები, ეს ვიცი, მაგრამ ღმერთმა ქნას, ჩემი შვილები და შვილიშვილები მაინც მოესწრონ! არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასადმი. ამ ადამიანს პირადად არც ვიცნობდი, მაგრამ უკვე მესამე წიგნი გამომიცა, პირდაპირ მითხრა, თქვენ ქართულ საქმეს აკეთებთ და ყოველთვის მზად ვარ, გვერდით დავუდგე ნებისმიერ ქართულ საქმესო. თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს ეს კაცი ქართული ფეხბურთისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც „ფიფადან“ და „უეფადან“ გამოყოფილი ფული სახლში არ მიაქვს და ქართულ ფეხბურთს ახმარს!“, - აცხადებს დემიკო ლოლაძე.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ლეგენდარულ დემიკო ლოლაძეს ვულოცავთ 70 წლის იუბილეს!
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)