reportiori.ge - პროდუქტები, რომელიც კლიმატური ცვლილებების გამო დეფიციტი გახდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 18:49
სხვადასხვა
პროდუქტები, რომელიც კლიმატური ცვლილებების გამო დეფიციტი გახდება
ავტორი:
04 აპრილი, 2014. 19:16



ხანგრძლივი გამოკვლევების შემდეგ ამერიკელმა ეკოლოგებმა განაცხადეს, რომ 2050 წლისათვის დედამიწაზე სრულიად განსხვავებული კლიმატი იქნება. ეს ცვლილება კი, პირველ რიგში, იმოქმედებს იმ პროდუქტზე, რომელსაც ასე ძლიერ ვართ მიჩვეულნი. ბევრი პროდუქტი გაძვირდება, ბევრის მოყვანა გართულდება და ბევრიც სრულიად გაქრება. პირველ რიგში საფრთხე ემუქრება ყავა არაბიკას: ტემპერატურის მატების გამო ყავის ხეებს სოკოვანი დაავადებები გაუჩნდება. თუ უახლოეს ათწლეულში ამ დაავადებების საწინააღმდეგო წამალს ვერ მიაკვლიეს, შეიძლება, ყავის პლანტაციების უმრავლესობა განადგურდეს.

 

ინტერნეტგამოცემა „ღვინის კლუბის“ ინფორმაციით, შოკოლადი არ გაქრება, მაგრამ საკმაოდ გაძვირდება, რადგან კაკაოს ხე გვალვისას ხმება. ამის გამო ფერმერები იძულებულნი გახდებიან ან უფრო ხშირად მორწყან ხეები, ან ახალი ნერგები უფრო შემაღლებულ ადგილებში დარგონ. არაქისის კარაქი, რომელიც ასე ძალიან უყვართ ამერიკელ ბავშვებს, საგრძნობლად გაძვირდება. ამის მიზეზი კი დედამიწაზე ნალექის შემცირება გახდება.

 

როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი გასაჭირი საფრანგეთს დაატყდება თავს, რადგან XXI საუკუნის შუა წლებში უკვე აღარ იარსებებს ესოდენ სახელგანთქმული ბორდოს ღვინოები. იძულებულნი გავხდებით, პირველ რიგში კაბერნესა და მერლოს შეველიოთ. ვაშლის მოსავალიც ამინდზეა დამოკიდებულივაშლის ხე მაშინ ისხამს კარგ ნაყოფს, როცა მკაცრ ზამთარს გამოივლის. მაგრამ თუკი ზამთრობით აღარ აცივდება, მაშინ ვაშლს, ატამს, ქლიავსა და გარგარს მხოლოდ ჩრდილოელებიღა მოიყვანენ.

 

ნებისმიერი მცენარის მსგავსად სვიაც, რომლისგანაც ლუდი მზადდება, ამინდზეა დამოკიდებული. სვიას მკაცრი ზამთარი და ცხელი ზაფხული უყვარს. ნაადრევად დამდგარ გაზაფხულზეც კი სვიის მოსავალი საგრძნობლად მცირდება ხოლმე. კლიმატის ცვალებადობა თევზებზეც იმოქმედებს: წყლის გათბობას წყალში ჟანგბადის შემცირება მოჰყვება, რის გამოც წყლის ბინადართა რაოდენობა განახევრდება. 2050 წლისათვის თევზის რეწვა 24%-ით შემცირდება.  

 



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016