reportiori.ge - ახალი აღმოჩენა - ყავისგან არაყი დაამზადეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 14:57
სხვადასხვა
ახალი აღმოჩენა - ყავისგან არაყი დაამზადეს
ავტორი:
04 აპრილი, 2014. 19:18



ადამიანმა თავისი არსებობის მანძილზე უკვე ძალიან ბევრნაირი ნედლეული მოსინჯა, რომ მისგან სპირტიანი სასმელი მიეღო. როგორც ირკვევა, ძიება კვლავ გრძელდება: ესპანელმა და პორტუგალიელმა მეცნიერებმა ყავისაგან 40%-იანი სპირტიანი სასმელი გამოხადეს. ამისათვის მათ ესპრესოს ნარჩენები, ცხელი წყალი, შაქარი და საფუარი გამოიყენეს. ახალ სასმელს ყავის არომატი და მწარე გემო დაჰკრავს. გარდა ამისა, სითხეში კოფეინიც კი შენარჩუნებულია, ამიტომ სასმელს მსუბუქი გამამხნევებელი ეფექტიც კი აქვს.

 

ინტერნეტგამოცემა „ღვინის კლუბის“ ინფორმაციით, ვიდრე ყავის არაყი მასიურად გაიყიდება, მთელი რიგი შემოწმება და ტესტირება უნდა გაიაროს. როგორც გამომგონებლები ამბობენ, აქამდე ყავისაგან ალკოჰოლური სასმლის მიღება არავის უცდია. თუმცა თავადვე აღნიშნავენ - არქეოლოგიურმა გათხრებმა დაასაბუთა, რომ ეთიოპიაში ამ მცენარეს თავდაპირველად სწორედ ამ მიზნით იყენებდნენო.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016