reportiori.ge - ლუდი - ქუჩების დასუფთავების სანაცვლოდ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 15:18
სხვადასხვა
ლუდი - ქუჩების დასუფთავების სანაცვლოდ
ავტორი:
04 აპრილი, 2014. 19:36



ამსტერდამის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი ისეთი პროექტი განახორციელა, რომელიც ბევრ ევროპულ სახელმწიფოში შოკის მომგვრელი იქნებოდა: უმუშევარ ალკოჰოლიკებს ქუჩების დასუფთავების საფასურად ლუდს ურიგებენ, ანაზღაურების ხარჯებს კი თავად ხელისუფლება და საქველმოქმედო ორგანიზაციები ფარავენ.

 

მოხალისე დამლაგებლები 10-კაციან ჯგუფებად ერთიანდებიან და დედაქალაქის ერთ-ერთ პარკს და მის ახლომდებარე ქუჩებს ასუფთავებენ. მათი სამუშაო დღე დილის 9:00 საათზე იწყება და დაახლოებით ოთხი საათისთვის სრულდება. ინტერნეტგამოცემა „ღვინის კლუბის“ ინფორმაციით, თითო ჯგუფი კვირაში სამ დღეს მუშაობს და გაწეული შრომის საფასურად ერთ ადამიანს დღეში 10 ევროს, სიგარეტს და 5 ქილა ლუდს აძლევენ. ორ ქილას ისინი საქმის დაწყებამდე სვამენ, ორს - სადილზებოლო ქილას კი სამუშაოს დასრულების შემდეგ მიირთმევენ.

 

პროექტ Rainbow Foundation-ის ხელმძღვანელის, ჯერი ჰოლერმანის თქმით, ადრე ალკოჰოლიკები ამსტერდამის ქუჩებში სვამდნენ, დაბორიალობდნენ, გამვლელებს აწუხებდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ისინი რაიმეთი დაგვესაქმებინა, რომ საზოგადოებას სირთულეები აღარ შეუქმნან. თავად დაქირავებულები კი ასე აფასებენ საკუთარ საქმიანობას: ყველას სახელით ვამბობ, ლუდს რომ არ გვირიგებდნენ, აქ სამუშაოდ არავინ მოვიდოდით. ჩვენ ალკოჰოლი გვჭირდება. ეს არის ქრონიკული ალკოჰოლიკების უმთავრესი ნაკლი“.

 

მართალია, ამ ადამიანთა ერთი ნაწილი კმაყოფილია, რომ საქმე გამოუჩნდათ, მაგრამ მეორენი ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ერთ-ერთმა ისიც კი განაცხადა, რომ იმ დღეებში, როცა ისინი არ მუშაობენ, ცხოვრების ძველ წესს უბრუნდებიან - კვლავ უზომოდ სვამენ და ყალთაბანდობენ.  

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016