reportiori.ge - ქართველი იუნკერი ვიტალი უგრეხელიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს (ფოტო და ვიდეორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:36
კულტურა
ქართველი იუნკერი ვიტალი უგრეხელიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს (ფოტო და ვიდეორეპორტაჟი)
05 აპრილი, 2014. 21:27

დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სკოლის იუნკერის ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი,  დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.


პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მისი ნეშტი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. ცერემონიალზე დასასწრებად პოლონეთიდან ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციაც ჩამოვიდა.


დაკრძალვამდე სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია პანაშვიდი ჩაატარა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს საპატიო ყარაულმა და სამხედრო ორკესტრმა.


საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებმა, დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნებმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმაც.


დაკრძალვის შემდეგ, „კავკასიურ სახლში" ვიტალი უგრეხელიძისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ  ქართველი იუნკერის ლიტერატურული საქმიანობა გაიხსენა. საღამოზე მოწვეულმა მსახიობებმა იუნკერის მიერ პოლონურიდან ქართულ ენაზე ნათარგმი ადამ მიცკევიჩის „პანთადეოზიდან" ფრაგმენტი წაიკითხეს.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ვიტალი უგრეხელიძის ფოტოგამოფენა, რომელიც ქართველმა იუნკერმა ვარშავაში ყოფნის დროს გადაიღო. საღამოს წარუძღვა არქიმანდრიტი ადამ ახალაძე.

 

ვიტალი უგრეხელიძე 1902 წელს დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. მოგვიანებით სწავლა თბილისის ქართულ სამხედრო იუნკერთა სკოლაში განაგრძო. 1921 წელს ვიტალი უგრეხელიძე ტაბახმელასთნ ბრძოლაში დაიჭრა, რის შემდეგაც სამშობლო დატოვა და პოლონეთში გადაიხვეწა. 1922 წელს უგრეხელიძემ სამხედრო განათლების მიღება პოლონეთში განაგრძო. მსახურობდა პოლონეთის არმიაში. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იგი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა.


ვიტალი უგრეხელიძე პუბლიცისტი და პოლონური ლიტერატურის მთარგმნელი იყო.


ქართველი იუნკერი 1983 წელს დიდ ბრიტანეთში დაიღუპა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016