reportiori.ge - პიროვნების ფსიქოლოგიური დახასიათება საყვარელი ფერის მიხედვით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 14:48
სხვადასხვა
პიროვნების ფსიქოლოგიური დახასიათება საყვარელი ფერის მიხედვით
05 აპრილი, 2014. 21:04

ყურადღებით დააკვირდით მოცემულ გამოსახულებას. აირჩიეთ ფერი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და წაიკითხეთ თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი. 


შავი
თუნდაც ამას არ აღიარებდეთ, გარშემომყოფების თანადგომის მოთხოვნილება ყოველთვის გაქვთ. ხანდახან მარტოობის გრძნობა შეგეპარებათ ხოლმე, მაგრამ შინაგანად მაინც პოულობთ იმის ძალას, რომ განაგდოთ ეს აზრები. შესაძლოა, უბრალოდ, ხანდახან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გსურთ, რათა უცხო აზრებმა ხელი არ შეგიშალოთ ფიქრში. საკუთარი აზრი ყოველთვის გაგაჩნიათ და თუნდაც ის სხვებისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს, ეს ხელს არ შეგიშლით ბოლომდე დარჩეთ ამ აზრზე. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ თავის ხელში აყვანა. 

რუხი
წინდახედული ხართ და თითქმის არასოდეს მოქმედებთ დაუფიქრებლად. არასოდეს აკეთებთ რაიმეს "ცხელ გულზე". მხოლოდ რჩეულებს აქვთ უფლება, იცოდნენ თქვენი აზრების და საერთოდ, თქვენი შინაგანი სამყაროს შესახებ, ნებისმიერს ამ ყველაფერზე ხელი ვერ მიუწვდება. თქვენს სტილში არ არის, თავი გამოიჩინოთ ანტურაჟის და ექსპრესიულობის ხარჯზე, ყველაზე მთავარი თქვენ შიგნით არის დამალული. 

წითელი
მგრძნობიარე და ექსპრესიული ნატურა ხართ. ხანდახან ისე აძლევთ თქვენს გრძნობებს გასაქანს, რომ არც კი ფიქრობთ, როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს გარშემომყოფები. შეიძლება აფეთქდეთ, აღელდეთ, მაგრამ თქვენს საქციელში ბოროტების ნატამალიც არ არის, თქვენ ხომ სიცოცხლით სავსე ხართ და გსურთ იცხოვროთ ახლა, აქ და მთელი არსებით. დიდი შინაგანი პოტენციალი გაქვთ და მიუხედავად იმისა, რომ გგონიათ, ისეთი გადაღლილი ხართ, მალე წაიქცევით, სინამდვილეში კიდევ ბევრის გაკეთება შეგიძლიათ. 

ყავისფერი
მყარად დგახართ ფეხზე, რეალური ცხოვრება თქვენთვის - ყველაზე მთავარია. რა საჭიროა ოცნების კოშკების შენება, როცა არსებობს რეალური მისწრაფება მარტივი ინსტინქტური განცდებისა და ამქვეყნიური სიამოვნებების მიმართ. გირჩევნიათ, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ. 

ყვითელი
ადამიანებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. ინტელექტუალი ხართ, კონტაქტური და სიამოვნებას იღებთ იმისგან, რომ შეგიძლიათ თავი მოაწონოთ გარშემომყოფებს. ოპტიმისტი ხართ და ყველა სიტუაციიდან კეთილ დასასრულს მოელით. თქვენთან ძალიან სასიამოვნოა ურთიერთობა. 

ლურჯი
მშვიდი ადამიანი ხართ და ემოციების მოთოკვა თითქმის ყველა სიტუაციაში შეგიძლიათ. საკუთარი თავის რწმენა თქვენთვის ყველაზე მთავარია. ეს ეხება ოჯახურ ურთიერთობებს, საქმიანობასაც და ზოგადად, თქვენს ცხოვრებას. ხშირად იღლებით და დასვენებას საჭიროებთ. ჰარმონიისაკენ, სიმშვიდისკენ სწრაფვა თქვენი ცხოვრების აზრია. მდიდარი შინაგანი სამყარო გაქვთ და უამრავი თანდაყოლილი ნიჭი. 

მწვანე
გეშინიათ, არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ და ყველანაირად ცდილობთ თავის დამკვიდრებას, რადგან ეს თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. უზარმაზარი ცხოვრებისეული პოტენციალი გაქვთ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოამჟღავნოთ რაიმეში მაინც. ბევრი რამ შეგიძლიათ, როცა მყარად დგახართ ფეხზე და რაც მთავარია, გარშემომყოფთა თანადგომასაც გრძნობთ. ყველა ახალ წამოწყებაში შეგიძლიათ ჩაებათ და მარტივად დაძლევთ წინააღმდეგობებს, თუკი გვერდით საიმედო ადამიანი გეგულებათ.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016