საინტერესოა, როგორები არიან ცნობილი პოლიტიკოსები დიპლომატიური იმიჯის გარეშე. გავეცნოთ რომელ პოლიტიკოსს რისი ჰობი აქვს.
ვლადიმერ პუტინი "ჭეშმარიტი მამაკაცის" თვისებების დემონსტრირებას ახდენს - როცა ნადირობს, ცხენით სეირნობს, თუ წყალში ყვინთავს. მედიაში ხშირად იბეჭდება რუსეთის პრეზიდენტის ჰობის - ცხენოსნობის, ამსახველი ფოტოები.
ჯერ კიდევ შვეიცარიაში, ინტერნატში სწავლისას კიმ ჩენ ინს ძალიან უყვარდა კალათბურთის თამაში. ის ხშირად ჩადიოდა პარიზში, საყვარელი გუნდის NBA თამაშების სანახავად. ხოლო გაკვეთილებზე მაიკლ ჯორდანის პორტრეტებს ხატავდა.
ბილ კლინტონის კოლექციაში 30 საუკეთესო საქსაფონია. ის ხშირად გამოდის ჯაზის საღმოებზე და საუკეთესო შემსრულებელიცაა.
ანგელა მერკელს ძალიან უყვარს ბაღის მოვლა. მას ხშირად ნახავთ ბარითა და ფოცხით ხელში. ყვავილების მოვლა გერმანიის კანცლერის ჰობია.
ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უმცროსს ძალიან უყვარს ტეხასური სოფლური ცხოვრება. თავის რანჩოში Prairie Chapel Ranch ის არდადეგებს ატარებდა პრეზიდენტობის პერიოდში, ასევე ხშირად იღებდა სახელმწიფო დონის სტუმრებს მეგობრულ ატმოსფეროში.
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კი ხმაურიანი საღამოების დიდი მოყვარულია. სილვიო ბერლუსკონი საკუთარ ვილაში ხშირად აწყობდა თავზეხელაღებულ საღამოებს და სწორედ ერთ-ერთი სექსუალური საღამოს მოწყობის დროს, 2010 წელს გახმაურდა ბერლუსკონისა და 17 წლის კარიმა ელ-მარუგის ურთიერთობა.
სარკოზი კი ფილატელისტია. ის ბავშვობიდან აგროვებს მარკებს, რის შესახებაც 2009 წელს გახდა ცნობილი. ეს სამეფო ჰობია, ამიტომაც სარკოზი შეიძლება ისეთი კოლექციონერების რიგში აღმოჩნდეს, როგორებიც არიან: ფრანკლინ რუზველტი, ინგლისის მეფე გეორგ V და რუსეთის მეფე ნიკოლოზ II.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)