ნიკოლოზ რაჭველი რუსთაველის თეატრში საგაზაფხულო სეზონის პროექტს – "სიმფონიური ორშაბათები" აგრძელებეს. მსმენელი დღეს, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ქმნილებებს მოისმენს.
კონცერტზე იაპონიაში მოღვაწე ქართველი დირიჟორი გიორგი ბაბუაძე (ვიოლინო) სოლისტის რანგშიც წარსდგება და გიორგი ცაგარელთან (ალტი) ერთად მოცარტის სიმფონია კონჩერტანტეს შეასრულებს.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, ასევე შესრულდება კონცერტი კლარნეტისა და ორკესტრისათვის, სოლისტი - შოთა გოგოძე (კლარნეტი); ასევე - კონცერტი 2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, რომელსაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები: ალექსი პირმისაშვილი (ფორტეპიანო) და თემურ ნათობიძე (ფორტეპიანო) შეასრულებენ და სიმფონია #32. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით.
ბილეთები იყიდება რუსთაველის თეატრის სალაროში, ბილეთის ფასი - 15 ლარი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)