reportiori.ge - ახალი კანონპროექტით, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გაჩერების უფლება "პირის გამოკითხვის" უფლებით შეიცვლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:58
საზოგადოება
ახალი კანონპროექტით, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გაჩერების უფლება "პირის გამოკითხვის" უფლებით შეიცვლება
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 18:22

"არავინ იცოდა, რას ემყარებოდა "გონივრული ეჭვი". ეს არის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრინციპის - განსაზღვრულობის პრინციპის წინააღმდეგ, რაც თვითნებური მოქმედების ფართო არეალს იძლეოდა.“-ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ,  შსს მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის წარდგენისას გააკეთა. "პოლიციის შესახებ" ახალი კანონპროექტით, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გაჩერების უფლება "პირის გამოკითხვის" უფლებით იცვლებალევან იზორიას თქმით, ახალ პროექტში ყველა საპოლიციო ფუნქცია დეტალურად რეგლამენტირებულიდა პოლიციელს ეცოდინება, რისთვის აჩერებს მოქალაქეს და რატომ უნდა გამოკითხოს ისერთადერთი ეს ხდება იმისთვის, რომ მისი პიროვნება დაადგინოს.“-განმარტავს იზორია. პიროვნების დადგენის საფუძვლების მიხედვით, პოლიციას შეეძლება  შეაჩეროს ადამიანი, თუ მას ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული მახასიათებლები ექნება, ან თუ ვარაუდობს, რომ პირმა ჩაიდინა, ან ჩაიდენს სამართალდარღვევასიმისათვის, რომ "საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის" ისეთივე აბსტრაქტული ცნება არ იყოს, როგორიცაა "გონივრული ეჭვი", ჩვენ ტერმინთა განმარტებაში განვსაზღვრეთ, რომ ეს ნიშნავს ფაქტს ან ინფორმაციას, რომელიც დასკვნის გასაკეთებლად, გარემოებათა გათვალისწინებით, ობიექტურ დამკვირვებელს - მესამე პირს დააკმაყოფილებდა", - განმარტა ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეპროექტის თანახმად, "პირის გამოკითხვის" კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება იყოს გარემოება, თუ მას აქვს იარაღი და პოლიციელი მივა მის გამოსაკითხად, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება. ეს შეიძლება მოხდეს ისეთ შემთხვევაში, როცა პირი დანაშაულის, საგზაო-სატრანსპორტო, ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილას იმყოფება.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016