reportiori.ge - ფარშევანგის ვოლიერის მოწყობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:49
რეგიონები
ფარშევანგის ვოლიერის მოწყობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო
ავტორი:
07 აპრილი, 2014. 14:23



ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. მათი უმეტესობა უკვე მიმდინარეობს. ამ სამუშაოებისთვის აჭარის 2014 წლის ბიუჯეტში 6 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

 

ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების მომსახურებაში, ელექტრო და სამეურნეო საქონლის შეძენისთვის წელს 244 000 ლარია გათვალისწინებული. გარე განათებისა და მუსიკალური შადრევნების ელექტროენერგიაში 305 571 ლარი გაიხარჯება, ხოლო წყლის ხარჯი - 39 580 ლარი იქნება. ბულვარში არსებული შადრევნების მოვლა-პატრონობის მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის წელს 582 891 ლარს ახარჯავენ. 55 557 ლარი დაიხარჯება ბულვარში არსებული ზოოკუთხისა და ზოოკუთხის მობინადრეთა მომსახურებაში, ხოლო ფარშევანგებისათვის ვოლიერებისა და კარიების მოწყობაში 100 000 ლარი. ბულვარის ტერიტორიის დაცვისთვის კი წელს 602 796 ლარია გათვლილი.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016