reportiori.ge - სახალხო დამცველი ბათუმში ე.წ. მუყაოს დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:34
რეგიონები
სახალხო დამცველი ბათუმში ე.წ. მუყაოს დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა
07 აპრილი, 2014. 19:59



2014 წლის 7 აპრილს სახალხო დამცველი ბათუმში ე.წ. მუყაოს დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი საჩივრები პირადად მოისმინა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, „მუყაოს ქალაქის“ მოსახლეობის პრობლემები კომპლექსურია და აუცილებელია აღნიშნული საქმით არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლებაც დაინტერესდეს.

 

საგანგაშოა დასახლებაში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მდგომარეობა, ვინაიდან საცხოვრებელი პირობები და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების არარსებობა მათ სრულფასოვან განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ე.წ. მუყაოს დასახლების მაცხოვრებლების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს სახალხო დამცველი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას  დააყენებს.

 

 

მუყაოს  დასახლება“ ხელვაჩაურში, ბათუმთან ახლოს, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. მუყაოსგან შეკოწიწებულ ქოხებში სოციალურად დაუცველები, მათ შორის მოხუცები, ბავშვები, ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ. ამ დასახლებაში შესახლებული არიან ეკომიგრანტებიც. მოსახლეობა მათი საქმეების შესწავლასა და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016