30 მაისს, პირველად საქართველოში, ცნობილი ფრანგი მომღერალი პატრისია კაასი ექვსკაციანი შემადგენლობით ჩამოდის. 31 მაისს, 21:00 საათზე კი თბილისის საკონცერტო დარბაზში, ქართველი მსმენელის წინაშე ექსკლუზიური პროგრამით წარსდგება. "კაასი ასრულებს პიაფს" - მომღერალი ედიტ პიაფის რეპერტუარიდან 21 სიმღერას შეასრულებს.
„ეს პროექტი უდიდესი პასუხისმგებლობა და რისკი იყო, ეს არის პიაფის უნიკალური რეპერტუარის ახლებური შესრულება. მე ვეცადე მუსიკოსის სიმღერებით საკუთარი ისტორია, საკუთარი განცდები მომეყოლა მსმენელისთვის. ეს უკვე ჩემი ისტორიაა, რომელსაც პიაფის სიმღერებით გიყვებით", - ამბობს მომღერალი ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში.
მომღერალი კონცერტს საქართველოში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მართავს. წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიური პროგრამა, - „კაასი ასრულებს პიაფს", სადაც ფრანგი ვარსკვლავი, ასევე ფრანგი მომღერლის, ედიტ პიაფის რეპერტუარიდან 21 სიმღერას შეასრულებს.
პატრისია კაასმა თბილისში კონცერტის გამართვის სურვილი, ჯერ კიდევ 2013 წელს გამოთქვა.